x
image
თეონა გორდეზიანი
"რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ – ეს ტყუილია, ქართველები მაგრები არ ვართ"...
"რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ „თხა და გიგოს", მით მალე გავიგებთ, რა არის კარგი და რა – ცუდი...


კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან – გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, რა კარგად გამოიყურები, თუ შეიძლება, მიყვარხარ, მომწონხარ, უკაცრავად, მენატრები.


ბოღმა, აგრესია, ფარისევლობა, უპატივცემულობა და ზიზღი ძალიან ცუდია.


ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე.



რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ – ეს ტყუილია. ქართველები მაგრები არ ვართ. ჯერჯერობით.


ბანაობა კარგი და აუცილებელი გახლავთ.


წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია.


მძღოლებო, გაატარეთ ფეხით მოსიარულეები. ფეხით მოსიარულეებო, ნუ იბნევით, როცა მძღოლი გატარებთ და ცოტა სწრაფად გაიარეთ.


ფერადი ტანსაცმელი არ „ტეხავს". პირიქით.


ცეკვა სირცხვილი არ არის.


მარიხუანის მომხმარებლები ნარკომანები და კრიმინალები არ არიან.


კინოთეატრში და თეატრში ტელეფონი უნდა გამოვრთოთ, ან ჩავუწიოთ.


რუსეთი ოკუპანტია. ოკუპანტი ცუდია. ანუ რუსეთი ცუდია.


მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური.


სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო.


ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმები არ არის. საქართველოში სხვა რელიგიების მიმდევრებიც ცხოვრობენ და მათი შევიწროება, ლანძღვა და ცემა სასტიკად აკრძალულია.


ანაფორიანი ადამიანი, რომელიც იგინება, იწყევლება და ირტყმევინება, მღვდელი არ არის. ის ბანდიტია.


სექსი ბუნებრივი მოვლენაა.


როდესაც ვიღაც კაფეში ან რესტორანში შემოდის, ყველა ნუ უყურებთ, უზრდელობაა.


მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი... ამ პროფესიის ადამიანები თქვენ გემსახურებიან, ამიტომ ზევიდან ნუ უყურებთ, არაფრით სჯობიხართ.


მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი... ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით.


ქრისტიანების ღმერთს იესო ჰქვია. არა ილია, არა იობი, არა იაკობი, არა შორენა და არა ფრანსისკო.


ქართველი „გეიები" არსებობენ.


სწავლა, სწავლა და სწავლა.


ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ეკლესიაში არსებულ ნაკლოვანებებზე, ეკლესიას არ ებრძვიან. ვინც არ ლაპარაკობს, ის ებრძვის.


ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა არა ქვეყანაზე, არამედ ფულზე და გავლენაზე ფიქრობს.


ნუ უპიპინებთ პატარა მანქანებს მაშინ, როცა გრანდიოზულ ჯიპებს ამას ვერ უბედავთ. საერთოდ, ნუ აპიპინებთ, უკულტურობაა.


უცხოელებს, რომლებიც აქ ჩამოდიან და ბიზნესს იწყებენ, საქართველოსთვის ცუდი არ უნდათ.


სამსართულიან სუფრებზე გაჭირვებულების სადღეგრძელოს დალევა და მეორე დღეს ნახევარი სუფრის ნაგავში გადაყრა, არაადამიანური საქციელია.


მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდება, ბავშვი აღარაა.


სლავი ქალები ქართველ კაცებზე არ გიჟდებიან.


ნაგვის ქუჩაში დაყრა არ შეიძლება. არც მანქანიდან გადაგდება. არც სადარბაზოებში მოშარდვა. ეს სიღორეა.


რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი.


საქართველოს ის ისტორია, რომელიც ჩვენ ვიცით, ზღაპრებითაა სავსე და ძალიან ბევრი ინფორმაცია აკლია.


რელიგიური მოტივებით პატარა ბეკეკასთვის ყელის გამოღადვრა ვანდალიზმია.


არსებობს არა ორი, არამედ ერთი რუსეთი.


თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია.


ქართველობას არ გვართმევენ. არავის სჭირდება.


მარხვაზე ყოფნა ხორცეულის არჭამას არ ნიშნავს.


მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის.


ქართველი ექსპერტების და ჟურნალისტების სრული უმრავლესობა აბსოლუტურად უინტელექტო და უცოდინარია.


წინადადება – რა სექსუალური ხარ – კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა.


ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ვინც საქმეს კარგად აკეთებს, დასაფასებელია.


კაი ბიჭის დაც ადამიანია.


უფასო არაფერი ვარგა.


თავისუფლება არა ლომთა, არამედ ადამიანთა ხვედრია.


2x2=4"

imageავტორი : ანუკი ქერქაძე



11
408
2-ს არ მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
408
  
2023, 11 იანვარი, 10:19
ერთი რამე გვჭირს ქართვლებს,ვიღაცა მოღვაწეს უპირობოდ ვენდობით და უპირობოდ მართალი გგვონია. კრიტიკული აზროვნების ნაკლებობის ბრალია ეგ და ეს უნდა შეიცვალოს. ჩემი შეხედულება არის ლიბერტარიანული და კლასიკური ლიბერალიზმის ქართული ვარიანტის მიმდევარი ანუ ილია ჭავჭავაძის გზის,ხოდა აგერ გამოვლანძღე კახა ბენდუქიძე. ილია ჭავჭავაძეც ცდებოდა ბევრ რამეში და ეს არცაა გასაკვრი,მაგრამ ამაზე ახლა არ დავწერ. მეც ვცდები ალბათ სადღაც და ასეა ყველა ადამიანი,მაგრამ შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს და საერთო საქმე უნდა ვაკეთოთ. ეს საერთო საქმე არის ჩვენი ქვეყანა და მისი თავისუფლების საკითხი.
2023, 11 იანვარი, 10:10
რაც შეეხება იმას,რომ სლავ ქალებს არ უყვართ ქართველები,სრული იდიოტობაა და ამის ნათელი მაგალითი თვითონ ბენდუქიძეა. ყველას გახსოვთ მისი გარეგნობა,არ იყო აპოლონი და შვილი რუსის ქალისგან ყავს. ყველა რუსის ქალი არ მისცემდა ყველა ქართველ კაცს,მარა არც ისეა რო არცერთი რუსის ქალი არ აძლევდა არცერთ ქართველ კაცს. აქაც ცდება კახა,ბევრ რამეში ცდებოდა,მარა აქ განსაკუთრებულად. რუსეთში აწარმოა ბიზნესი და ფული იქ იშოვა,იქ მიიღო განათლება და თუ რუსეთი ასეთი ხიხია იყო,რატომ არ ჩამოვიდა დამოუკიდებლობის მიღების საწყისს ეტაპზე. როცა რუსის აგენტმა მიშამ დაურეკა მაშინ ჩამოვიდა და გვმოძღვრავდა. ეჭვი არ არის რო ჭკვიანი კაცი იყო,მარა ეგრე სტალინიც ჭკვიანი იყო.
2023, 11 იანვარი, 10:03
თუ ვამბობთ,რომ ხიხია არის რუსეთი და ეგრეც არის,მაშინ ნატოც ხიხია არის საქართველოსთვის. ნებისმიერი ქვეყანა იქნება ეს თუ ორგანიზაცია,მათ აქვთ თავისი მიზნები და ამოცანები. რატომ უნდა სურდეთ ნატოს ქვეყნებს ჩვენი მიღება ორგანიზაციაში? იმიტო რო რუსებთან საჩიჩხინოდ გამოგვიყენონ და საზარბაზნე ხორცი ვიყოთ,როგორც უკრაინა არის ეხლა. ქართული ჯარი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო საერთაშორისო მისიებში და რუსებთან ბრძოლისთვის ერთ ავტომატი არ მოგცეს. საინტერესო ფაქტია განსჯისთვის. რუსეთი არის ჩვენი მტერი,რადგან მას აწუხებს შიშები და მსგავსი იმპერიები შიშით შენდება. მათ ეშინიათ,რომ ამერიკა ყურის ძირში მიუვა და ყველაზე მთავარი,თურქეთის გავლენა გაიზრდება კავკასიაში,რადგან თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა. მე რო პუტინის ადგილას ვიჯდე,ანალოგიურად მოვიქცეოდი,რადგან თურქეთი არის რუსის მტერი,როგორც კოლექტიური დასავლეთი. რუსეთი იცავს საკუთარ თავს და ამიტომ არის საშიში ქვეყანა. აქვე უნდა გაიხსენოთ,რა მოიმოქმედა ამერიკამ ე.წ. კუბის კრიზისის დროს და რატომ იყო ბირთული იარაღის გამოყენების საფრთხე. ცნობილი კარიკატურაც აასტურებს ამას,რადაც ხრუშოვი და კენედი ბირთულ ბომბებზე სხედან. იმიტომ რო სსრკ მიუახლოვდა აშშ და ამერიკამ განგაშის ზარები შემოკრა. ნახეთ,ორივე მხარეს რა სურს გავიაზრეთ და რომელი მოგწონთ ამ ორიდან? მე არცერთი არ მეხატება გულზე,რადგან ამ პროცესებში საქართველო დაიღუპება. ჩვენ უნდა გვეკიდოს ორივე მხარე და ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ.
2023, 11 იანვარი, 9:51
არ ვარ მორწმუნე,არც არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ ქართველი და მართმადიდებლობა ერთია.იმიტო რო რუსეთი გვძულს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია. ქართული ეკლესია დიდ საქმეს აკეთებდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და არაერთი მაგალითია ამის. თუნდაც 100 წლის წინანდელი ამბავი გავიხსენოთ,როცა კირიონ ეპისკოპოსი და ძმანი მისნი იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის და შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ცარისტული რუსეთი კარგად ხვდებოდა ამას და ძირითად დარტყმებს ეკლესიაზე აკეთებდა,გაგვიუქმა ავტოკეფალია და ეგზარხოსი დაგვისვა მართველად. 1917 წელს მოიპოვა ეკლესიამ ავტოკეფალია და შემდეგ სახელმწიფომაც მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა გადაცდმები იყო,მაგრამ ქართული მართმადიდებლური ეკლესია არ იყო დამსჯელი ორგანიზაცია,როგორც რომის პაპი იყო ევროპაში. ამიტომაც ევროპული კლასიკური ლიბერალიზმი წარმოიშვა ეკლესიათან პროტესტის პროცესში და დღემდე ებრძვიან ერთმანეთს. საქართველოში ამ მხრივ 180 გრადუსით განსხვავებული სიტუაცია იყო,ამიტომაც იბრძოდა ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ილია ჭავჭავაძე და ამიტომ ქონდა ურთიერთობა კირიონთან და მის ძმებთან ამ ბრძოლაში. ილია ჭავჭვაძე კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევარი იყო და ის წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ,რადგან ილიას ღვაწლი ავტოკეფალიის აღდგენაში დიდი იყო,როგორც სასულიერო პირიების კირიონის,ლეონიდეს,ამბროსის დიდი წვლილი ქონდათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.დღეს ბევრი პრობლემა არის ქართულ ეკლესიაში,რაც არ ნიშნავს რო ქართველი და მართმადიდებლობა სხვადასხვა არის. ქართული ეკლესია უნდა გაწმინოდა უღირსი მღვდლებისგან და არ უნდა წარმართო ის პროცესები,რასაც ეკლესიის გინებას ეძახიან ჩვენში. აღმაშენებელმაც იცოდა ეკლესიის ფასი ქართული სახელმწიფოსათვის და ამიტომაც ჩაატარა რეფორმები. ის ვითომ ლიბერალები,ვინც ეკლესიას ებრძვიან არიან უვიცები,გააზრებული არ აქვთ ქართული ლიბერალიზმის მამების საქმენი და მათ უცველი გადმოაქვთ ევროპული ლიბერალიზმი. სინამდვილეში კი,ქართული ლიბერალიზმი და ქართული ეკლესია ერთია იგივეს ქადაგებს,ინდივიდი და ინდივიდუალური პასუხიმგებლობა. თუ ილია ვტაროე რუსეთის საქმის მაკეთებელია,არ ნიშნავს რო ეკლესია არის ხიხია. მოაშორეთ ეგ ილია და მისი ბანდა ეკლ
2023, 11 იანვარი, 9:32
ავტორი ანუკი ქერქაძე კი არა კახა ბენდუქიძეა და ადრეც გითხარით თეონა,გადაამოწმეთ ინფორმაცია და ისე შესთავაზეთ მომხმარბელს.

რაღაცეები სწორია,მაგრამ მაინც მგონია რო სუბიექტური შეფასებაა. მოგვეხსენება რო კახა ბენდუქიძე ლიბერტარიანელი იყო და ჩაურევლობის პრინციპის მიმდევარი,ხოდა მისი მხრიდან ვიღაცეების ქცევის შეფასება სირცხვილად ან საამაყოდ არის უნამუსობა. ვისაც უნდა უცხვირსახოცოდ მოიწმინდოს ცხვირი და ვისან უნდა ან სადაც უნდა იქ გაადაფურთხოს,ეს არავის საქმე არ არის. თუ ამას გაუსვავთ ხაზს და ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს,რა არის სწორი ან არასწორი,მაშინ ხმა არ უნდა ამოიღო ლჭპტ უფლებებზე,რადგან ამ ქვეყნის მოსახელობის უმრავლესობისთვის არის სირცხვილი და თავის მოჭრა. არავის საქმე არ არის იმის შეფასება,ვისთან ძინავს ვიღაცას ან საით იფურთხება.
2023, 11 იანვარი, 0:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 23:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 23:08
50/50-ზე შეიძლება დავეთანხმო. :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10