x
image
ქეთეონე
"ახლა კი სერიოზულად... როგორც ჩანს, ბიძინას გაუჩნდა შიში, რომ.." - რას წერს ვახო სანაია?

image

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს განცხადებას, სადაც იგი წერს მაკფოლის განცხადებაზე.




მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მაკფოლის მოსაზრება, რომელიც გულისხმობს, რომ ჯო ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ უნდა მოუწოდოს.




ვახო სანაის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს იმის შიში, რომ შესაძლოა ჯო ბაიდენმა ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.





"ახლა კი სერიოზულად. როგორც ჩანს, ბიძინას გაუჩნდა შიში, რომ შეიძლება, ბაიდენმა რაღაც თქვას სააკაშვილზე. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მაკფოლის მოსაზრება, რომელმაც განაცხადა, რომ ბაიდენმა ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ უნდა მოუწოდოს. მაკფოლი წონიანი დიპლომატია, სერიოზული კავშირებით. ის ამერიკის ყოფილი ელჩია რუსეთში, ახლა კი უკრაინის საკითხზე სანქციების საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორია. შათირიშვილის სახელით გამოქვეყნებული ეს წერილი სინამდვილეში პრევენციული ზომაა. თუ ბაიდენი მართლაც რამეს იტყვის სააკაშვილზე, ესენი აქედან დასცხებენ დაფდაფებს - აი, ხომ ვამბობდით, ბაიდენს, რომელიც ასაკშია, რეალობა დაკარგული აქვს და ჰაერს ართმევს ხელს, ათქმევინეს სააკაშვილის შეწყალებაზეო. ესაა და ეს."-წერს ვახო სანაია.

1
383
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
383
  
2023, 9 იანვარი, 17:22
ნაცები რომ იბადებიან მაშინათვე საზიზღრები არიან თუ მერე საზიზღრდებიან?.
0 1 1