x
image
ქეთეონე
"ოცნების მომხრეების კომენტარებს ვკითხულობ და..."-რას წერს თამარ ჩარკვიანი?

image

პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი სოციალური ქსელის მეშვეობით წერს ქართული ოცნების მომხრეების შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს მისი ვინაობის შეხსენება სჭირდება.



"როდესაც იგი ოპოზიციაში იყო: "ესენი” სააკაშვილს და ნაციონალებს "ეტენებოდნენ" უთავმოყვარეოდ"- განაცხადა მან.




გთავაზობთ სრულ მოსაზრებას:



"ოცნების მომხრეების კომენტარებს ვკითხულობ, ამ დროს ზუსტად ვიცი, ვინ ვინ არის, არ ვწერ, რადგან ჯერ ერთი მეზარება და თან არც სურვილი მაქვს შევახსენო "ზოგიერთ ნაცნობს" "ვინაობა".



უბრალოდ ვკითხულობ სტატუსებს, კომენტარებს და ვფიქრობ : რეებს წერთ ადამიანებო?! რა უბედურებაა ასეთი ჩაბუდებული ზიზღი, ასე როგორ ცხოვრობთ, რანაირად, არ მჯერა, რომ ეს განაწყენებული ხალხის ზიზღია, იმიტომ, რომ ზოგიერთს ვიცნობ და მახსოვს, რომ მე რომ ოპოზიციაში ვიყავი "ესენი” სააკაშვილს და ნაციონალებს "ეტენებოდნენ" უთავმოყვარეოდ, როგორც კი რომელიმე გამიტოკდება აქ, იმავე წამს მივართმევ მეხსიერების ბარათს, თან ფაქტებით, ამიტომ ციც. უბრალოდ აღვნიშნე..... ამხელა ზიზღით, ამ "წუმპე" მეტყველებით, ასე ფსკერზე როგორ ცხოვრობთ?! რა სიმართლეა ამ წუმპის, ამ სიძულვილის და ზიზღის საპირწონე და ფასი??? რა არის ასეთი შლამი და ბალღამი სად გეტევათ ადამიანებად წოდებულნო?! ფსკერზე მანდ პირჯვარსაც იწერთ ამონთხევის დროს?! სამწუხაროა......."

1
126
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
126
  
2023, 9 იანვარი, 3:55
ამ ბანძს პოლიტიკოსობას რატო აბრალებთ?
0 1 1