x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ ეცვათ სამხედრო მეზღვაურებს და ზოგადად მეზღვაურებს "ფართხუნა" შარვლები?
image ცნობილი ფაქტია, რომ მეზღვაურების, როგორც სამხედრო თუ სვაჭრო-სამგზავრო გემების მომსახურე პერსონალის ფორმები სპეციალურად იკერებოდა განიერი ფორმის, ზედა მოსასხამი და შარვლებიც საკმაოზე მეტად "ფართხუნა" ანუ განიერი იყო.


იმ პერიოდის და შემდგომშიც მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით მეზღვაურის ასეთი ფორმების ტარება ერთადერთი მიზეზით იყო განპირობებული.


თუ თავიდან ხის მასალისგან იგებოდა გემები, შემდგომში უკვე სპილენძის სქელი ფირფიტების შემოკვრა დაიწყეს გემის ცხვირზე და ფსკერზე მეჩეჩზე დაჯდომისას ან მარჯნის რიფებთან შეჯახებისგან გემის კორპუსის დასაცავად.


მთავარი კი მეზღვაურების ფორმის ასეთი სტილის გამოყენებისა გახლდათ, ზღვაზე შტორმისას ან საბრძოლო მოქმედებებისას მებრძოლების ზღვაში თუ ოკეანეში გადავარდნის საფრთხე.



მოგეხსენებათ სველი და წყლით სრულად გაჟღენთილი ტანსაცმელი არა მხოლოდ მეზღვაურს, არამედ ნებისმიერ ადამიანს ხელს უშლის თავისუფლად ცურვაში და ადამიანს სიმძიმის ძალა ფსკერისკენ მიექანება და იძირება.


სწორედ ამგვარი საფრთხის თავიდან ასაშორებლად აცმევდნენ მეზღვაურებს ფართო ზედას და შარვლებს, თუ მეზღვაური წყალში გადავარდებოდა, მას სწრაფად შეეძლო გაეხადა შარვალი და ზედა და დახმარების მიღებამდე დიდხანს შეენარჩუნებინა თავი.


სადღეისოდ გემები აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სანავიგაციო სისტემებით, სადაც ნებისმიერი საფრთხე აღნუსხულია და გემი უკვე არ ჯდება მეჩეჩზე და არ ეჯახება მარჯნის რიფებს.


სამხედრო გემების კოსპუსები ისეთი ტექნოლოგიითაა აგებული, რომ მისი ჩაძირვა არცთუ მარტივია, შესაბამისად თანამედროვეობამ "ფართხუნა" ფორმების მოხმარების შეწყვეტა გამოიწვია.


imageimage

0
370
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
370