x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მიშას საქციელი - პოლიტიკურად, რბილად რომ ვთქვათ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“ - ჩერგოლეიშვილი

image


ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი და გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოცქსელში წერს, რომ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ჩართვის დროს ექსპრეზიდენტის საქციელი ძალიან მიუღებელი იყო და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი აზრით, ასე ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს, რადგან ერთი კაცის მიმართ ემპათია სწორი არ არის:


„როდესაც რაციონალური არგუმენტები ილევა, ხშირად გაისმის სიტყვა ემპათია.მაგალითად, თუ იტყვი, რომ მინიმალური ხელფასი ცუდი იდეაა, იოლია არაემპათიურობაში დაგადანაშაულონ - არითმეტიკით ჯობნა რთულია.იგივე მოხდა დღესაც - ვთქვით, და მუდამ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - სააკაშვილის ჩათვლით, მაგრამ სააკაშვილის საქციელი - პოლიტიკურად, რბილად რომ ვთქვათ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გასწორდა წელში ბაბლი და დაიწყო არაემპათიურობაზე გალობა (იმათ სათვალავში არ ვაგდებ ჩერგოს მონებოს ყიჟინით ვინც კედელ-კედელ დარბოდა). მეგობრებო, მე თქვენ მგონიხართ არაემპათიურები.არაემპათურები იმ ხალხის მიმართ, ვისაც არანაირად არ დაუმსახურებია ასეთი პოლიტიკური კლასი.ჩვენ მათი თანაგრძნობით განმსჭვალულები ვსაუბრობთ, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ვაკრიტიკებთ და სიმართლეს ვამბობთ.ასე გავაგრძელებთ ჩვენი ემპათიის დამისამართებას - ეს მიგვაჩნია სწორი, ეროვნული ინტერესებისთვის.ერთი კაცის მმართველობა ვერ დასრულდება თუ ემპათია მხოლოდ ერთი ადამიანისკენ იქნა მიმართული და იმ ხალხის მიმართ არ გაჩნდება, რომელიც აშკარად უკეთესს იმსახურებს.ასეთი შეხედულება გვაქვს ჩვენ.“

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0