x
image
ქეთი1988
Mediator image
ჯონი დეპმა ჯეკ ბეღურას კოსტიუმი ისევ მოირგო პატარა ავადმყოფი ბიჭუნას გასახარებლად (+ ვვიდეო)

image
ჯონი დეპმა კიდევ ერთხელ მოირგო კაპიტან ჯეკ ბეღურას იმიჯი, რათა გაეხარებინა 11 წლის ბიჭი, სახელად კორი, რომელსაც გულის მძიმე დაავადება აწუხებს. კორი დამწყები ბლოგერი და მსახიობისა და კარიბის ზღვის მეკობრეების დიდი გულშემატკივარია. "მე შენი ნომერ პირველი ფანი ვარ, კაპიტან კორი", - თქვა დეპმა ვიდეო მესიჯში, რომელიც მან ჩაწერა ფილმის ფრენჩაიზის საკულტო პერსონაჟის გამოსახულებით. მან ბიჭს წარმატებები უსურვა და მისი არხის გამოწერა გადაწყვიტა.



გარდა ამისა, დეპმა და კორიმ ვიდეო ლინკის საშუალებით ისაუბრეს. ბიჭმა საუბრის ნაწილი თავის არხზე გამოაქვეყნა და დაპირდა, რომ გაგრძელდება, როცა მას 200 000 ადამიანი გამოიწერს. დღეისათვის დამწყები ბლოგერის მიმდევრების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ამ ნიშნულს.

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0