x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყოფილი პრეზიდენტის კლიმიკაში გადაღებული კადრების გავრცელება შეიძლებოდა თუ არა?
image არსებობს ასეთი გამოთქმა: "ძალადობა წარმოშობს ძალადობას", ასევე არსებობს "ბუმერანგის პრინციპი".


რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ოპოზიციურმა, პარტიულმა ტელევიზიებმა გაავრცელა სააკაშვილის ცუდ მდგომარეობაში ყოფნის კადრები.


ეს იყო ირიდიული, ეთიკური და ზნეობრივი კანონების სრული დარღვევა, ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის სრული ფიასკო, ერთი სიტყვით ეს იყო კატასტროფა.


აღნიშნული ვიდეოს წარდგენა როგორც მტკიცებულება უნდა მომხდარიყო სასამართლოზე და არცერთ შემთხვევაში ის არ უნდა გამხდარიყო საზოგადოების განხილვის საგანი.



აქედან გამომდინარე დავასკვენი, რომ აღნიშნულ პარტიულ ტელევიზიებს, მათ მესვეურებს და ზოგადად ოპოზიციის დიდ ნაწილს სულ არ ადარდებს სააკაშვილის ბედი, მათ სააკაშვილი ჭირდებათ, როგორც ბერკეტი არსებული ხელისუფლების "შესავიწროვებლად" აშშ-ს და ევროპის მხრიდან.


სააკაშვილზე მართალია იძახიან პოლიტიკური პატიმარიაო, მაგრამ მოდით და სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, სააკაშვილმა დაარღვია კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ, ჩაიდინა კრიმინალური ქმედება და არ უნდა გვიკვირდეს მისი დაკავება ამ ბრალდებით.


მეორე საკითხია სააკაშვილს ციხის საკანთან შეგუება რომ უჭირს და ასევე უჭირს ბადრაგის დაცვის ქვეშ ყოფნა სამედიცინო კლინიკაში.


სააკაშვილს პრეზიდენტობის დროსაც გარკვევით აღენიშნებოდა არამდგრადი ფსიქიკა, რაც ხშირად უაზრო გაბრაზებით ან უაზრო სიცილით გამოიხატებოდა.
მე არ ვიცი ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს თუ არა, მაგრამ რაც ვნახე ეს საკმარისია ჩემთვის იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი უცხოეთის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანილი, ის არაა ადექვატური და იქცევა, როგორც ფსიქიური პრობლემების მქონე პირი.


ნერვიული ხლების ცახცახი, სამედიცინო მანიპულაციებში ხელის შეშლა, ნივთების უმისამართო სროლა საკმარისია მიხვდე, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პირთან, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სამედიცინო პერსონალისათვის.


გარდა ამისა, კიდევ ერთმა რამ მიიქცია ჩემი ყურადღება-ყოფილი პრეზიდენტი ვერ სუნთქავს რიტმულად, სისხლში შესაბამისად ვერ ხვდება ახალი ჟანგბადი, რაც თავის ტვინში შეუქცევად პროცესებს იწყებს.


გამორიცხულია კარგად მყოფ ადამიანს სუნთქვის იგივე რიტმი ჰქონდეს, როგორიც აქვს სააკაშვილს.


მესმის სააკაშვილის რეჟიმმა ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედურა, ძალიან ბევრ მოქალაქეს დაუნგრია ცხოვრება, მაგრამ აუცილებელია სააკაშვილის გაყვანა უცხოეთში.


მისი, როგორც პოლიტიკოსის მომავალი უკვე დამთავრებულია და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კეთილი ნების გამომხატველი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის.



+14

0
191
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
191