x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინტერნეტში გამოჩნდა საუნაში გადაღებული შიშველი მამაკაცებით გარშემორტყმული ალა პუგაჩოვას ნახვერადშიშველი ფოტო
image

მას შემდეგ, რაც ლატვიელმა მომღერალმა ლაიმე ვაიკულემ უპასუხა ბრალდებებს, (ნახე ბმული) სადაც მას აყვედრიან რომ სწორედ საბჭოთა კავშირში და რუსეთში ერგო წილად დიდება და ბევრი ფული..უცებ "კეთილისმსურველებმა" გაუხსენეს მომღერალს "ძველი ცოდვები" და გამოუქვეყნეს 1982 წლის საარქივო ფოტო, სადაც ვაიკულე ვარიეტეში ცეკვავდა.(ფოტოზე ცენტრში)

image

ახლა კი როგორც ჩანს ალა პუგაჩოვას ჯერიც დადგა და ამჯერად ინტერნეტში გავრცელდა ალა პუგაჩივას საარქივო ფოტო, სადაც შავ საცვლებში გამოწყობილი პრიმადონა საუნაში შიშველ მამაკაცებით არის გარშემორტყმული,


ფოტოს, რომელიც Telegram-არხმა “НеМалахов”-მა გამოაქვეყნა ასეთი ირონიანარევი წარწერა ახლავს:

image

"ალა პუგაჩოვა "2022 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის" სიაში მოხვდა.


საქმე იმაშია, რომ 73 წლის ალა პუგაჩოვა BBC.-ის ვერსიით მართლაც 2022 მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მოხვდა.


100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის არიან ასევე ახალგაზრდა მომღერალი ბილი აილიში, უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია, ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა იონასი და სელმა ბლერი, ირანელი მთამსვლელი ელნაზ რეკაბი და სხვა.


„მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა უფლებების მხრივ - ლიდერი ქალების რაოდენობიდან დაწყებული მოძრაობა MeToo-მდე - ქალები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაინც გრძნობენ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, - წერს გამოცემა.


სიაში ასევე ასახულია ქალების როლი მთელი მსოფლიოდ კონფლიქტის წერტილებში დაწყებული მომიტინგეებიდან, რომლებიც თამამად ითხოვენ ცვლილებებს ირანში და დამთავრებული უკრაინასა და რუსეთში კონფლიქტის მოწინააღმდეგე ქალთა სახეებით. პირველად წელს, BBC-ის ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს წინა წლის 100 გავლენიან ქალს, დაესახელებინათ სხვა ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმსახურებენ ადგილს 2022 წლის სიაში.

0
1272
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0