x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ არიან უკრაინაში დაღუპული ქართველი პარტიზანები
image უკრაინაში რამდენიმე ქართული ჯგუფი იბრძვის სხვადასხვა ბრიგადის შემადგენლობაში, ბატალიონ "კარპატსკა სიჩში" შედის ქართული დანაყოფი "ქართველი პარტიზანები", რომლებმაც ქართული დანაყოფებიდან ყველაზე დიდი მსვერპლი გაიღეს რუს აგრესორთან ბრძოლაში, განსაკუთრებით ცხელ მონაკვეთებზე საბრძოლო ამოცანების შესრულებისას.


ორიოდე დღის წინ ბახმუტთან 5 ქართველი დაიღუპა ამ დანაყოფიდან, ხუთი დაღუპულიდან სამთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, მართალია ასაკით ჩემზე უფროსები იყვნენ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენს მეგობრობაში.
ბახმუტთან ახლოს "კადიროველებთან" შეტაკებისას ხანგრძლივი კონტაქტური ბრძოლის შემდეგ ბრძოლაში დაიღუბნენ: როლანდ კვარაცხელია (როლიკი), რომეო ფიჩხაია (ლენინი), მერაბ ალადაშვილი (კურკა), ავთო რურუა და ბადრი მარკელია.


როლანდს და რომეოს აფხაზეთში პარტიზანობის პერიოდიდან ვიცნობდი, ისევე როგორც მათ განუყრელ მეგობარს კახა გოგოლს. კახა 10 ივლისს დაიღუპა გამთენიისას ლისიჩანსკში.


როცა უკრაინაში საბრძოლველად ჩავედი ჯერ "ქართველ პარტიზანებთან" მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს, მაგრამ იქ არ დავრჩი, რადგან დამხვდა კაცი რომელთანაც ჯერ კიდევ აფხაზეთში პარტიზანობის პერიოდში მქონდა კონფლიქტი მისი არასწორი საქციელის გამო. ასეთ კაცთან კი ბრძოლის ველზე ვერ გავიდოდი, მიუხედავად იმისა რომ დანაყოფში მეგობრები მეგულებოდა.
არ მინდა იმ კაცის სახელი და გვარი დავწერო, უფალმა განსაჯოს, მით უფრო როცა არის ვარაუდი რომ მის შეცდომას შეეწირნენ ეს ბიჭები.



საუბრით ამ ბიჭების დაღუპვასთან დაკავშირებით ბევრმა ისაუბრა, მაგრამ ვარაუდების დონეზე, ერთნი ამტკიცებენ საარტილერიო დაბომბვის ქვეშ მოყვნენო, მეორენი ამტკიცებენ ალყაში მოხვდნენო, მესამენი სულ სხვა ვერსიას ავითარებენ.


მე მქონდა საუბარი რამდენიმე მებრძოლთან ქართული დანაყოფიდან და არანაირი საარტილერიო დაბომბვა იმ მონაკვეთზე არ მომხდარა, იყო რამდენიმე მცდელობა ტაქტიკური ალყის, მაგრამ კადიროველებს და "ვაგნერელებს" ამის საშუალება არ მისცეს.


ეს ბიჭები და მათ ფლანგზე მყოფი უკრაინელები დაიღუპნენ კონტაქტური, ეშელონირებული შეტევების შედეგად, ძნელია რიცხობრივად 30-ჯერ მეტი მოწინააღმდეგის შეკავება მცირე ჯგუფისათვის, როგორი გამოცდილიც არ უნდა იყვნენ ისინი.


პირველ და მეორე ტალღას გაუძლეს, მაგრამ მესამე ტალღა უკვე ფიზიკურად ვერ შეაკავეს, ჩემთვის უცნობია ქართველებმა გამოიძახეს თუ არა საარტილერიო ცეცხლით დახმარება ან ცოცხალი ძალის მიშვლება, ფაქტი ერთია ქართველებს პოზიცია არ მიუტოვებიათ და პოზიციაზევე დაიღუპნენ, გადარჩა ერთი მებრძოლი რომელიც ჯგუფის მეთაურმა ზ.მ-მ გააგზავნა ფლანგზე მყოფი უკრაინელების სანახავად (საინტერესოა რატომ არ შეეხმიანა რაციით).


მეორე დღეა უკრაინული და ქართული დანაყოფები იერიშს იერიშზე აწყობენ დაღუპულების გამოსასვენებლად, ვფიქრობ კადიროველები და "ვაგნერის" დაჯგუფება დაღუპულებს უკვე გაიყვანდა შემთხვევის ადგილიდან, რადგან ქართველი მებრზოლები თუნდაც დაღუპულები მათთვის დიდი "ბადავლია", ტყვე ქართველი მათ არასდოს ყოლიათ და ახლა აიკლებენ სოციალურ ქსელებს ბაქიბუქით.


ნებისმიერ შემთხვევაში ამ გმირ ბიჭბს მაინც გაცვლიან რუს ტყვეებში უბრალოდ დროის საკითხია, მე უფრო იმაზე მწყდება გული პუტინის შიშით პრეზიდენტის გარდა ხელისუფლების არცერთი შტოს წარმომადგენელს ხმა რომ არ ამოუღია ამ გმირი აამიანების დაღუპვაზე.


როლანდ კვარაცხელიას ძმაც ჰყავს აფხაზეთის ომში დაღუპული.


ზედა სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ ზიან: კახა გოგოლი, როლანდ კვარაცხელია, მერაბ ალადაშვილი და რომეო ფიჩხაია.



რომეო ფიჩხაია განუყრელ მეგობართან, კახა გოგოლთან ერთად.image

ბადრი მარკელია და კახა გოგოლი ერთად.image
0
150
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150