x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უბრალოდ სიკვდილს ვნატრობდი"-ცნობილების მოგონებები გაუპატიურებაზე
image

ცოტა ადამიანი თუ გაბედავს აღიაროს ასეთი მტკივნეული შემთხვევა საკუთარ ცხოვრებაში, როგორცაა გაუპატიურება და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, ვინც მზადაა თავისი ტკივილი საჯაროდ აღიაროს.


პამელა ანდერსონი-რამდენიმე წლის წინ კანის ერთ-ერთ ფესტივალზე პამელამ თავისი ბავშვობის ისტორია მოყვა. ირკვევა, რომ პამელა არაერთხელ გააუპატიურეს. პირველი ეპიზოდი მოხდა, როდესაც ის მხოლოდ ექვსი წლის იყო...



„მიუხედავად იმისა, რომ მყავდა მოსიყვარულე მშობლები, ჩემს ბავშვობას არ შეიძლება უდარდელი ვუწოდოთ. ექვსი წლის ასაკში გავხდი საკუთარი ძიძის შევიწროების მსხვერპლი. რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის უფროსმა ძმამ გადაწყვიტა, ნარდის თამაში ესწავლებინა, მერე შემომთავაზა მასაჟი, რამაც სექსამდე მიიყვანა - ეს იყო ჩემი პირველი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება. მე თორმეტის ვიყავი, ბიჭი ოცდახუთის. ჩემს პირველ მე-9 კლასელ ბოიფრენდს გართობად მოეჩვენა ჩემი გაუპატიურება თავის ექვს მეგობართან ერთად. ზედმეტია იმის თქმა, რომ ადამიანებისადმი ნდობის მძიმე კრიზისი გავიარე. მე უბრალოდ სიკვდილს ვნატრობდი."



მადონა-მომღერალმა გაიხსენა, თუ როგორ გააუპატიურეს იგი 1970-იან წლებში ნიუ-იორკში გადასვლისთანავე.


„გადასვლიდან პირველივე წელს, შენობის სახურავზე გამაუპატიურეს, სადაც ზურგზე დანით მიდებული მიმათრიეს. ჩემი ბინა სამჯერ გატეხეს, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რატომ - რადიოს გარდა, რომელიც პირველად მოიპარეს, არაფერი მქონდა ღირებული".


ოპრა უინფრი-შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანი ქალის ბავშვობას არ შეიძლება ეწოდოს უღრუბლო. ბოლის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ლექციაზე მან თქვა, თუ რამდენად ხშირად სცემდნენ სკოლაში - ოპრა განმარტავს, რომ მაშინ ეს ხშირად შავკანიან გოგონებზე ხდებოდა.


მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ყველაზე ცუდი. ცხრა წლის ასაკში ოპრა საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა და გოგონას ხმა რომ არ ამოეღო, ნაყინით გაუმასპინძლდა.


"მან წამიყვანა ნაყინის მაღაზიაში - სისხლი ისევ ფეხზე ჩამომდიოდა - და ნაყონი მიყიდა."

ამის შემდეგ მას რეგულარულად აუპატიურებდნენ სხვა ნათესავები, 10-დან 14 წლამდე. ამ პერიოდში ოპრა დედასთან ერთად ცხოვრობდა. 14 წლის ასაკში გოგონა დაორსულდა და მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელმაც ქალიშვილს ბიჭებთან შეხვედრა, სექსი და გვიან გასვლა აუკრძალა. მან მისი განათლება პრიორიტეტად აქცია. თუმცა მამამ არ იცოდა, რომ როდესაც ოპრა მასთან საცხოვრებლად გადავიდა, ის უკვე ორსულად იყო. ორი კვირის შემდეგ ოპრამ შვილი გააჩინა, მაგრამ დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.


”ეს იყო მტკივნეული, ” აღიარებს ოპრა, ”მაგრამ მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო მეორე შანსი ჩემთვის.”


ზრდასრულ ასაკში უინფრი ცდილობდა ოჯახის წევრებთან განეხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მათ უარი თქვეს მოსმენაზე და გოგონა ტყუილში დაადანაშაულეს.




ტერი ჰეტჩერი-სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავი გააუპატიურა საკუთარმა ბიძამ, რიჩარდ ჰეის სტოუნმა, ეს ხუთიდან რვა წლამდე გრძელდებოდა. როგორც პატარა გოგონა, ტერი ამაზე ჩუმად იყო, შეშინებული და თავს დამნაშავედ გრძნობდა მომხდარის გამო. სიმართლე 2002 წელს გაირკვა, როდესაც მისმა თოთხმეტი წლის მეზობელმა სარამ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც რიჩარდმა ისიც გააუპატიურა.


შემდეგ ტერიმ თავისი ამბავი საჯაროდ თქვა და სასამართლოში ჩვენება მისცა. რიჩარდს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ტერი ჰეტჩერი აქტიურად უჭერს მხარს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს და მოუწოდებს მათ არ გაჩუმდნენ.



ლედი გაგა-2014 წელს მსოფლიო საზოგადოება შოკირებული იყო მომღერლის აღიარებით, რომ 19 წლის ასაკში იგი გააუპატიურა მუსიკალურმა პროდიუსერმა, რომელიც 20 წლით უფროსი იყო მასზე.


”წლების განმავლობაში, მე ვინახავდი ამ ინციდენტს, არ ვიცოდი, როგორ გავუმკლავდე ემოციებს. არ ვიცოდი როგორ მიმეღო ეს და თავი დამედანაშაულებინა. რაც მოხდა, სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება“, - თქვა გაგამ ბავშვთა ბანაკებში ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის The Hunting Ground პრეზენტაციაზე.


მომღერალი საკუთარ თავში მიზეზს ეძებდა და ფიქრობდა, რომ ეს მისი გარეგნობის ან პროვოკაციების სიყვარულის გამო მოხდა.

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0