x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯონსოსნის ყოფილმა თანაშემწემ ბრიტანელი პოლიტიკოსების ინტიმური ორგიების შესახებ ისაუბრა
image

უახლოეს მომავალში, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ყოფილი თანაშემწის, კლეო უოტსონის წიგნი დღის სინათლეს იხილავს. წიგნის სახელია "Whips".(მათრახი)


რომანი გაჟღენთილი იქნება ბრიტანელი პოლიტიკოსების სექსუალური ცხოვრებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წიგნი თითქმის პორნოგრაფიული ხასიათის იქნება, ვინაიდან ავტორი დეტალურად აღწერს პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, თემთა პალატასა და ვესტმინსტერის სასახლეშიც კი მომხდარ ინტიმურ სცენებს.


image


მაგალითად, Whips-ში იქნება თავი პარლამენტარ ქალზე, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვიდა... ვიბრატორით და ფარულად გამოიყენა დანიშნულებისამებრ შუა დებატების დროს.


უოტსონი ამტკიცებს, რომ ასეთი შემთხვევები სულაც არ არის მისი გარყვნილი ფანტაზიის ნაყოფი, არამედ რეალური მოვლენები, რომლებიც ხდებოდა და ხდება ლონდონის პოლიტიკურ ელიტაში.

image

ერთ დროს ჯონსონმა გაათავისუფლა კლეო, როგორც ამბობენ, მეუღლის კერის აქტიური მონაწილეობით, რომელიც გრძნობდა, რომ კარგს არაფერს მოუტანდა ქმრის გვერდით მომხიბლავი ქერა ქალის ყოფნა. თავად კლეომ ინტერვიუში იქედნურად მიანიშნა მის სიახლოვეზე მაშინდელ პრემიერთან.


კლეო უოტსონი თავის მუშაობას დაუნინგ სტრიტზე მედდის ან ძიძის მუშაობას ადარებს. იგი აგრეთევ იხსნებს თუ დამოუკიდებლად როგორ უზომავდა ტეპერატურას ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონსს.


წიგნი გამოვა 2023 წლის 4 მაისს.


"გმირები დაფუძნებულია დაუნინგ სტრიტის №-10 მაცხოვრებლებზე, მათ შორის თავად ბორისზე. წყვილები ერთობიან მაგიდებზე თემთა პალატის ოფისებში, პრესის ოთახში და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაშიც კი. ერთი სცენა გამაოგნებელია: ქალი პარლამენტარი სპეციალურ კომიტეტის წინაშე მოხსენებით გამოდის...და თან ერთობა დისტანციური მართვის სექს-სათამაშოთი. სიუჟეტი ვითარდება სამი გოგონას გარშემო, რომლებიც პოლიტიკურ სამყაროში გზას იკვალავენ . „სილამაზეს, ახალგაზრდობას და ატამივით დუნდულებს გააჩნიათ საკუთარი ძალა. “ – აღნიშნავს ავტორი.

2
398
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
398
  
2022, 22 ნოემბერი, 17:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 ნოემბერი, 17:36
რაიოოოოო
0 1 2