x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კრივის "დიადებსაც" ჰქონიათ წარმოუდგენელი ჩავარდნა, ლეონ სფინქსმა პატარა ბავშვივით "მიფერთხა მუჯამედ ალი სატიტულო ბრძოლაში
image კასიუს კლეი, შემდგომში მუჰამედ ალი რომ "დიადად" იყო შერაცხული პროფესიულ კრივში ყველამ იცით, მაგრამ დიადებსაც აქვთ ხოლმე ჩავარდნები, მსოფლიო კრივის ლეგენდა ალიც ბევრჯერ გაილახა და სწორედ აქედან გამომდინარე მე არ ვთვლი მისი ფანტასტიური 12 წლიანი ჰეგემონიის მიუხედავად "რინგის მეფედ". ჩემთვის "რინგის მეფეა" როკი მარჩიანო, რომელიც დაუმარცხებლად წავიდა სუპერმძიმე პროფესიონალი მოკრივის კარიერიდან, ფანტასტიური გამარჯვებების მთელი კასკადით, სადაც შეხვედრების უმეტესობა ნოკაუტით მოიგო და მისი ნოკაუტების სერიის რეკორდი დღესაც მოუხსნელია.


1978 წელს, 5 თებერვალს ლას-ვეგასში შედგა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის სატიტულო ბრძოლა ლეგენდარულ მოჰამედ ალსა და ლეონ სფინქს შორის.


ამ დროისათვის ალის ჰქონდა 55 გამარჯვება პროფესიულ კრივში და მხოლოდ 2 მარცხი კენ ნორტონთან და ჯო ფრეზერთან, მასთან შდარებით კი სფინქსის შედეგი მოკრძალებულად გამოიყურებოდა 6 გამარჯვება და ერთი ფრე.
აწონვისას ალის წონა 110 კგ იყო, ხოლო სფინქსის წონამ ძლივს აღწევდა 90 კილოგრამს.


გამოცდილებითაც სფინქსი პრაქტიკულად სრულად ჩამორჩებოდა ალის, შესაბამისად ყველა ფსონს დებდა ალიზე. ხუმრობით შეხვედრას "მისს მატჩი" უწოდეს, სადაც ყველა დარწმუნებული იყო ალის იოლ გამარჯვებაში.



თუმცა ასე არ ფიქრობდა ლეონ სფინქსი, მან არნახული მონდომება, ძალა და გამძლეობა ჩადო ამ შეხვედრაში, ალის დაუპირისპირა მისივე სტილი, "იფარფატა" რინგზე, პროფესიული კრივის ლეგენდას არ მისცა საშუალება განეხორციელებინა მისთვის დამახასიათებელი დარტყმების კასკადი. სფინქსმა შესძლო და გააკეთა ის, რაც ვერ შესძლო მსოფლიოს ყველა დროის ერთერთმა ყველაზე მძლავრმა მოკრივემ ფორმენმა-გაარღვია ალის შეუდარებელი დაცვა და მიაყენა მას კრივის სპეციალისტების განსაცვიფრებლად წარმოუდგენელი დარტყმები.


სფინქსი მთელი შხვედრის მანძილზე აქტიურობდა, იღებდა დარტყმებს, მაგრამ გამოიჩინა არნახული გამძლეობა და თავად გადავიდა შეტევაზე, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, "შეხვედრა კლინჩის" (მომენტი როცა მოწინააღმდეგეები სულის მოსათქმელად ეხვევიან ერთმანეთს) გარეშე, როგორც მას უწოდეს კრივის სპეციალისტებმა.


სფინქსმა დაუჯერებელი ფაქტის წინაშე დააყენა მსოფლიო, პროფესიული კრივის დებიუტანტმა ბრძოლაში დაამარცხა პროფესიული კრივის ცოცხალი ლეგენდა, რითაც შოგში ჩააგდო პროფესიული კრივის ანალიტიკოსები და სპეციალისტები.
სფინქსმაც ბევრი სხვა გამორჩეული ნიჭის მოკრივეებივით გაფლანგა თავისი ნიჭი, გაფლანგა ყველაფერი რაც კი რინგზე მოიპოვა, ხელი მიჰყო ნარკოტიკების მოხმარებას და განადგურებული ჯანმრთელობით და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა.


თუმცა მან დატოვა მოგონება, პროფესიულ რინგზე ლეგენდის დამარცხებისა.


image image


0
190
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
190