x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინაში დაიღუპა "ვაგნერის" ჯგუფის მიერ რუსეთის ციხიდან გამოყვანილი ზამბიის მოქალაქე
image უკრაინაში რუსეთის არმიამ კრახი რომ განიცადა და განიცდის კი ვხედავთ, არმიის ცოცხალი ძალით შევსებისათვის რუსეთის დიქტატორის ბრძანებით "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოცხადდა, პარალელურად პუტინის მარჯვენა ხელმა პრიგოჟინმა რომელიც რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელია რუსეთის ციხეებიდან და კოლონიიდან გამოიყვანა პატიმრები, რომლებმაც "ვაგნერის" საკმაოდ შეთხელებული რიგები შეავსეს.


ვინც კი გადაიბირა თავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 2 კვირიანი მომზადების მერე გადაისროლეს უკრაინაში წინა ხაზზე.


ერთია როცა ყოფილი სამხედრო გადის 2 კვირიან მომზადებას და მეორეა როცა სამხედრო საქმეში გამოუცდელი მოუმზადებელი ხვდება ბრძოლის ველზე, ის უბრალოდ "საზარბაზნე ხორცად" იქცევა.


ასე მოუვიდა ზამბიის მოქალაქეს, რომელიც რუსეთში იხდიდა ცნობილი 228 კოდექსით სასჯელს. აღნიშნული კოდექსს უყენებენ პირებს, რომლებიც ბრალდებული არიან ნარკოტიკების დამზადება, მოხმარება, შენახვა-გასაღებაში. ამ ზამბიელს რუსულმა სასამართლომ 9, 5 წელი მიუსაჯა, 2020 წელს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ პრიგოჟინმა ის ციხიდან გამოიყვანა და 2 კვირიანი მომზადებისშემდეგ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდა და როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინელი სნაიპერის ტყვიის სამიზნე გახდა.



ახლა ზამბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისაგან ოფიციალურ დონეზე ითხოვს პასუხს, თუ როგორ მოხვდა მსჯავრდებული ზამბიის მოქალაქე რომელიც რუსულ ციხეში იხდიდა სასჯელს უკაინაში.


0
88
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
88