x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ია ოსტერგრენი, ყველაზე გრძელფეხება მოდელი მსოფლიოში
image დღეს მოდის სამყაროში გრძელი ფეხებით ვერავის გააკვირვებ, იმდენი მოდელი მოღვაწეობს მოდის სფეროში გრძელი ფეხებით, მაგრამ გრძელი ფეხებიცაა და გრძელი ფეხებიც.


ია ოსტერგრენი რომელიც შვედეთიდანაა, ქალების იმ კატეგორიას ეკუთვნის რომლებზეც ამბობენ: "ფეხები ყურებიდან ეწყებაო". ასაკის მიუხედავად ია წარმოუდგენლად შთამბეჭდავი სხეულის მქონეა, 35 წლის იას არც წონა აწუხებს და არც ცელულიტები, რაც ასე "მოდური" გახდა ბოლო პერიოდში.


თან ერთი რამაა გასათვალისწინებელი, ია ორი შვილის დედაა.
image

ბავშვობაში იას საკუთარი სხეულის ფორმების მიმართ კომპლექსები აწუხებდა, თავის კლასში ყველაზე მაღალი იყო, ძალიან მაღალ ფეხებზე იდგა, რაც მისი კლასელების მხრიდან დაცინვის მიზეზი ხდებოდა. იას ერთი პერიოდი თანაკლასელები და სხვა კლასელებიც სახელის ნაცვლად "აყლაყუდას" ეძახდნენ.



გოგონა გაიზარდა და "იხვის ჭუჭული" ნამდვილი გედი გახდა. სკოლის დამთავრებისას იას უკვე თაყვანისმცემლების მთელი "არმია" ჰყავდა.


178 სანტიმეტრი სიმაღლის გოგოს ფეხების სიგრძე 108 სანტიმეტრი იყო უკვე სკოლის დამთავრებისას.
imageსკოლის დამთავრებისთანავე იამ სპორტულ დარბაზში სიარულს მოუმატა რათა სხეულის ფორმები გაეუმჯობესებინა და იდეალურთან მიახლოებული გაეხადა.
გოგონას ამაში ხელს უწყობდა მომავალი მეუღლე, შვედეთის ახალგაზრდა ჩემპიონი ბოდიბილდინგში-ტორნბერნ ოსტერგრენი. წყვილი მალევე დაოჯახდა და ტორნბერმა იასთვის ვარჯიშების პროგრამა შეადგინა, სადაც ვარჯიშთან ერთად კვების რაციონის იყო გაწერილი, რაც იას სხეულის გაუმჯობესების მიზეზი გახდა.

image
იამ სულ ორჯერ მიატოვა სავარჯიშო დარბაზი შვილების გაჩენის პერიოდში. ბავშვების გაჩენისთანავე ია სპორტულ დარბაზში გარბოდა სხეულის ფორმების აღსადგენად და ეს მას კარგადაც გამოსდიოდა.


ია ძალიან პოპულარული მოდელია მისი გარეგნობის გამო, "ინსტაგრამზე" კი 242 000-ზე მეტი ხელმომწერი ყავს და ხელმომწერების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს, მას შემდეგ რაც ია "ინსტაგრამზე" გამოჩნდა.


ამჟამად ია შვედეთის ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად მოდელად და ბოდიბილდერ ქალადაა მიჩნეული.
imageimageimageimageimageimage








0
754
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
754