x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
”შრომისუუნარო გავხდი, გადაცემაც ვეღარ მიმყავს“… – რა საშინელი დაავადება აღმოუჩინეს ინგა გრიგოლიას? წამყვანი დახმარებას ითხოვს
image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წლებია შაკიკისგან გამოწვეული ტკივილებით იტანჯება. ინფორმაციას ამის შესახებ ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

.

„ვინც შაკიკს მომირჩენს, ძეგლს დავუდგამ. თანდათან სრულიად არაშრომისუნარიანი გავხდი. უკვე ძალიან ხშირად, ყველა დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას ვაგდებ, ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიმყავს. მართლა, თუ ვინმემ იცით ექიმი, ვინც ოდნავ მაინც უმსუბუქებს პაციენტს ამ დაავადებას და მეტყვით, მადლობელი ვიქნები. მე ვერ მივაგენი ასეთ ექიმს, წლებია ვეძებ და ვერსად მივაგენი“, – წერს ინგა გრიგოლია.


.

ამ დაავადებას სხვა ცნობადი სახეებიც ებრძვიან, რომლებიც ასევე არ მალავენ. შაკიკით მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც იტანჯება. ისიც ღიად აფიქსირებდა, როცა შაკიკი უტევდა და ამის გამო გადაცემების გაუქმება უწევდა.

.
შაკიკი ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, ორგანული და უმთავრესად მემკვიდრული ავადმყოფობაა, რომელიც ძირითადად ხასიათდება ძლიერი თავის ტკივილის შეტევებით და შრომის უნარის დაქვეითებით. მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანია დაავადებული შაკიკით, უუნარობაში გატარებული წლების მიხედვით შაკიკი მესამე ადგილზეა, წელის ტკივილის და დეპრესიის შემდეგ, ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, ძირითადად იწყება ბავშვობაში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.

შაკიკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა შაკიკი აურის გარეშე ანუ ტიპური შაკიკი.

აღნიშნული ფორმა 3 ფაზისგან შედგება:

  • პროდრომი (წინსწრება) - შეტევამდე რამდენიმე საათით ან ერთი დღით ადრე ვლინდება შაკიკის შეტევის მომასწავლებელი სიმპტომები: საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, მთქნარება, შუქის აუტანლობა, გაღიზიანება, ყაბზობა.
  • თავის ტკივილი- შაკიკის ახასიათებს შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება მინიმუმ 4 საათი მაქსიმუმ 72 საათი. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია, მოპულსირეა, ზომიერი ან ძლიერია, თან ახლავს გულზიდვა/ღებინება, შუქის აუტანლობა, ხმაურის ან სუნების აუტანლობა, ხშირი თანამოვლენაა ასევე თავბრუხვევა, რეტი, ყურებში ხმაური, აზროვნების შეფერხება, ამ დროს ადამიანი თავს იკავებს ჩვეული აქტივობისგან (ხდება უუნარო), ურჩევნია სიმშვიდეში და სიბნელეში ყოფნა, ზოგ შემთხვევაში სიამოვნებს თავის გაკვრა და თბილი ან ცივი საფენი შუბლზე.
  • პოსტდრომი (ჩაწყნარება) -თავის ტკივილის დასრულების შემდეგ პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება: შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ძილიანობა, ხშირი შარდვა, ტკბილეულის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი და დაჭმულობა.
  • აურა
1
480
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
480
  
2022, 14 ნოემბერი, 16:00
კილომეტრიანი ენა კი გაქვს და......გვარამიასაცოო? მთელ სანაცეთს უნდა გქონდეთ შაკიკი და ბუასილი!
0 1 1