x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სელებრითები, რომლებსაც სამოსზე ნაჭერი არ ეყოთ

image


ვარსკვლავების ჩაცმულობა ერთ ლოგიკურ კითხვას ბადებს: დიზაინერებს მათთვის კოსტიუმების შესაქმნელად ნუთუ ქსოვილი ენანებათ? აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ კაბების უსაშველოდ დამოკლებული სიგრძე, სტრინგის მსგავსი შორტები ან სხეულზე საერთოდ შეუმჩნეველი საცურაო კოსტიუმები?


image


მოკლედ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილი ლამაზმანების ყველაზე თამამ და გამომწვევ ლუქებს, რომელთა საშუალებითაც მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სტილისტებმა იმაზე რომ დღეს მოდაში სრული თავისუფლება და კომფორტულობაა, გოგონები საკუთარ არჩევანს მიკროკაბებზე მაინც აჩერებენ, რომლებშიც ნაბიჯის გადადგმაც კი რთულია, ისე რომ რამე არ გამოგიჩნდეთ. განსაკუთრებით კი, მსგავსი სამოსის ჩაცმა წითელ ხალიჩაზეა სარისკო.


image


საუკეთესო შემთხვევაში, იძულებული იქნებით ფოტოგრაფების წინაშე ან კენდალ ჯენერის მსგავსად მუდმივად ისწოროთ კაბა ან უარეს შემთხვევაში, სოფია რესინგის ბედს გაიზიარებთ, რომელმაც მონტე - კარლოში გამართულ მიღებაზე საცვლები მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოამზეურა.


image


ზოგადად შორტები ქალის გარდერობში - საკმაოდ საკამათო ნივთია, ხოლო აი, რაც შეეხება მიკროშორტებს, ისინი სხეულზე იდეალურად იშვიათად ჯდება, თუ რა თქმა უნდა, ის სანაპიროზე ჩასაცმელ ან სპორტულ სამოსს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ბევრი ვარსკვლავი ქალბატონისთვის თეძოების მოშიშვლება რეკომენდებული არ არის: მათ ჩვეულებრივ გოგონებზე ნაკლები ცელულიტი ნამდვილად არ აქვთ, და თუ ჰეილი ბიბერის ან ვინი ჰარლოუს, ზედმეტად მოკლე შორტებში მოშიშვლებული დუნდულებით მამაკაცები აღფრთოვანებულნი არიან, სუსტი გულის მქონეებმა ლედი გაგას, ფიბი პრაისისა ან ტარა რიდსის ფოტოების ხილვისგან სჯობს რომ საერთოდ თავი შეიკავონ.


image


მინი - ტოპები - კიდევ ერთი ძალიან საეჭვო ტენდენციაა, და თან საკმაოდ არაკომფორტულიც. ის ფუმფულა მკერდს ფორმას ვერ უნარჩუნებს, პატარას კი კიდევ უფრო ამცირებს. ლაკონურ ტოპ- ლენტს, თუ არაფერს შეუხამებთ სხეულზე ის ზედმეტად უღიმღამო და არაეფექტური იქნება, ხოლო მიკროტოპი დეკორით, ისე გამოიყურება თითქოს ის მისმა მფლობელმა პირველ კლასელს ეს - ეს არის წაართვა, თუმცა მიუხედავად ამისა ბევრი ცნობილი სახე მათ მაინც სიამოვნებით ატარებს.


image


ცნობილი ადამიანების კიდევ ერთი ვარსკვლავური ტრენდი, რომლებიც იდეალურად მხოლოდ სუპერმოდელებზე გამოიყურება - ისეთი საცურაო კოსტიუმებია, რომელთა შექმნაზეც მწარმოებლებს ქსოვილი არ ეყოთ. რეკორდსმენი აქ, რაღა თქმა უნდა, ანასტასია კვიტკოა, თუმცა მას ქარდი ბიმ გადაუსწრო, რომელზეც ბიკინი საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდი გაოცება მაინც ანა ბრაგამ გამოიწვია, რომელმაც მოახერხა მთლიანი, მაგრამ ამავდროულად ისეთი ვიწრო საცურაო კოსტუმის შერჩევა, რომელშიც მთელი მისი ხიბლი ჩანდა.


image





0
386
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
386