x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პუტინმა მოხსნა 5 გენერალი მათ შორის საარმიო დაჯგუფება Центр-ის მეთაური, რუსეთის გმირი ლაპინი
image რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით 5 გენერალი იქნა განთავისუფლებული თანამდებობიდან, მათ შორისაა რუსეთის გმირი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი.


სწორედ ეს გენერალი სარდლობდა უკრაინაში შეჭრისას რუსულ დანაყოფებს. ალექსანდრე ლაპინი გახლდათ რუსეთის სამხედრო დაჯგუფების "Центр" სარდალი, მან რუსეთის გმირობა მიიღო ლისიჩანსკის აღებისათვის არა და სრული პასუხიმსგებლობით ვაცხადებ, როგორც ლისიჩანსკისათვის ბრძოლების მონაწილე, ლისიჩანსკი ბრძოლით არ აუღიათ რუსებს, ქალაქი უკრაინულმა დანაყოფებმა დატოვა უკრაინის გენშტაბის ბრძანებით, რადგან ქალაქმა დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა და ზედმეტი მსხვერპლის ასაცილებლად იქნა დატოვებული ქალაქი.


თავად რამზან კადიროვმაც კი მიაქცია ყურადღება ამ ფაქტს როცა განაცხადა: "საინტერესოა რისთვის მიენიჭა გენერალ ლაპინს გმირის წოდება, მიტოვებული ქალაქის აღებაში? თან ლაპინი ამ ოპერაციაში არც მონაწილეობდა, ის ხელმძღვანელობდა "წითელი ლიმანის" დაცვის ოპერაციას, რაც ჩააგდო და უკრაინელების კონტრშეტევის შდეგად სხვა დასახლებულ პუნქტებთან ერთად უკრაინელებმა "წითელი ლიმანიც" ბრძოლით აიღეს, ვინ მფარველობს ამ უვარგის გენერალს, რომელიც საკუთარ ტანკისტ შვილს პომპეზურად აჯილდებს შვილს"?.


ამ სურათში გენერალ-პოლკოვნიკი მედალს "მამაცობისათვის" გადასცემს სატანკო პოლკის მეთაურ შვილს, გვარდიის ვიცე-პოლკოვნიკ დენის ლაპინს.



imageimage დენის ლაპინი ტამანის წითელდროშოვანი მოტომსროლელი დივიზიის 1 სატანკო პოლკს მეთაურობს, სამხედრო ნაწილის ნომერია "№58198".


სადღეისოდ პოლკი პრაქტიკულად განადგურებულია, თუმცა მამამ მოხსნამდე იზრუნა და შვილს დროზე ადრე მიაღებინა პოლკოვნიკის წოდება.


ალექსანდრე ლაპინი და მისი მოადგილე გენერალი მინნეკაევი აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო არა უკრაინის დედაქალაქისკენ გაჭრა, არამედ ოდესის ოლქის აღება და გზის გახსნა მოლდავეთისკენ თვითაღიარებული "დნესტრისპირეთისაკენ".
ლაპინი შედის იმ გენერლების რიცხვში, რომლებიც შოიგუს მინისტრობას მიუღებლად მიიჩნევს.

0
327
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
327