x
image
თეონა გორდეზიანი
ვინ იყო პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში...?
ნუცა ღოღობერიძე-ხუციშვილი
პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში.
იგი ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-25 წლებში, იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. გერმანიიდან დაბრუნებული, 25 წლის ასაკში გახდა რეჟისორი. სამი ფილმის გადაღების შემდეგ ჯერ კინოდან გააძევეს, შემდეგ 10 წლით გადაასახლეს, როგორც ხალხის მტრად გამოცხადებული პარტმუშაკის ცოლი.
image
საკონცენტრაციო ბანაკიდან დაბრუნებულს აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.
2011 წელს, გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებული „ბედნიერების მატარებელი“.
ნუცა არის ცნობილი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის დედა.
0
89
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0