x
image
თეონა გორდეზიანი
ქალი, რომელსაც უნდა იცნობდეთ...ქალი, რომელიც 12-მეტრიან ავტობუსს მართავს
image


პროფესიით პედაგოგ ხათუნა პავლიაშვილს მანქანის მართვა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, სუსტი სქესის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული მითი დაემსხვრია და თბილისის საქალაქო კომპანიაში ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე განაცხადი შეიტანა. ჯერ 8-მეტრიანი ავტობუსი ჩააბარეს, მერე გადამზადება გაიარა და 12-მეტრიანი ავტობუსის მართვას დაეუფლა. მისი დილა 5 საათზე იწყება, ოჯახის წევრებზე ზრუნავს, თავს იწესრიგებს და შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს ემსახურება.

image

დიდი ხანია მძღოლია და ყოველთვის უყვარდა მანქანის მართვა. ამიტომ გადაწყვიტა, მძღოლობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გამოეცადა. ავტობუსში კონდუქტორად მუშაობდა. შემდეგ გაიგო, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მძღოლი ქალების გადამზადება იწყებოდა. "ბე კატეგორიის" მართვის მოწმობისთვის შესაბამისი სწავლება გაიარა. მოემზადა, გაიარა ეს კატეგორია, ავტობუსის ტარება ასწავლეს და შემდეგ შეიტანა განაცხადი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. მასთან ერთად სხვა ქალებიც იყვნენ.


საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ ძალიან დადებითია და დიდი მუხტი მოდის. რაც საქმის კარგად შესრულებაში ძალიან ეხმარება.



0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0