x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კულტურის მინისტრმა სახლში ტორტი მიართვა და ეთაყვანა"- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია"კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მიერ თამარ მაყაშვილის რეპერტუარიდან მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ დროს იხსენებს როდესაც პოეტ რეზო ამაშუკელს მისთვის არასასურველი ადამიანების ზღვარგადასული ლანძღვა - გინებისთვის კულტურის მინისტრი პირიქით ეთაყვანებოდა და დაბადების დღეს პერსონალურად, ტორტითაც კი ულოცავდა. ჯანგირაშვილის თქმით, სწორედ სიტყვა - ფარისეველია, რაც მან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათთვის მოიფიქრა:


"ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი კუთხის, ნებისმიერი სტილის, ნებისმიერი ქვეყნის ტანსაცმელს შეიძლება თვლიდეს სულელურად და ეს არის გემოვნების საკითხი. ადამიანების ტალახში თრევა, გინება, გარეგნული ნიშნით დაცინვა, გენდერული, რელიგიური, პოლიტიკური კუთვნილების გამო ლანძღვა, შეურაცხყოფა არანორმალური ლექსიკით, სიძულვილის ენით არის დანაშაული.


კაცს, რომლის ძირითადი საქმიანობა ყოველდღიურად ადამიანების შემზარავი ლანძღვა და სიძულვილის ენის ფრქვევა იყო, კულტურის მინისტრმა სახლში ტორტი მიართვა და ეთაყვანა. ქალი, რომელმაც რაღაც უწყინარი შტერობა დაახეთქა, ბათუმის სახელმწიფო თეატრმა სამსახურიდან გაუშვა.


ფარისეველი ყველაზე მსუბუქი სიტყვაა, რაც ამ შემთხვევაში მოვიფიქრე ამათთვის. გინება არ მინდა. იგულისხმეთ."- წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მსახიობი თამარ მაყაშვილი თეატრიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი ფრაზის გამო გაათავისუფლეს. "არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური", – განაცხადა მაყაშვილმა გადაცემა "ჩვენს ოჯახში" სტუმრობისას, რის გამოც მსახიობი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.


თამარ მაყაშვილმა გადაცემის გასვლის დღესვე საგანგებო პოსტთან ერთად ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ის თავისი დაუფიქრებელი სიტყვების გამო აჭარლებს ბოდიშს უხდიდა, თუმცა მსახიობს ვერც გულწრფელმა მონანიებამ უშველა, ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ ის მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.




0
439
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
439