x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეგებ მე არ მესმის რამე, ამიხსენით სად ტრ@კიდან მოვიდა ეს..." - რას წერს შეფი ლუკა ნაჭყებია

image


შეფი ლუკა ნაჭყებია ბოლო წლებში ქვეყანაში არარეალურად გაზრდილ ფასებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "big mac"-ის ინდექსზე დაყრდნობით აცხადებს რომ მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩის - "ბიგ მაკის" წარმოება საქართველოში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ისეთ განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში როგორიცაა, დიდი ბრიტანეთი, დანია, ახალი ზელანდია და სინგაპური:


"big macის ინდექსი არის ძალიან საინტერესო ეკონომიკური ინდიკატორი.


ეს ინდექსი გვანახებს თუ რამდენად ძვირი ჯდება ქვეყანაში ბიგმაკის წარმოება.


საქართველო ბოლო წლების მანძილზე გახდა მსოფლიოში მეცხერე სიძვირით. 149% იანი ზრდა ვაჩვენეთ. საქართველოში უფრო ძვირია ბიგ მაკის წარმოება ვიდრე:


– დიდ ბრიტანეთში
– დანიაში
– ახალ ზელანდიაში
– სინგაპურში


ბოლო მაჩვენებლებით ევროზონის საშუალო ღირებულებასაც გავასწარით რაც იმას ნიშნავს, რომ ტოპ 8ში ვიქნებით მალე.


გილოცავთ, ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქვეყანაში ვცხოვრობთ.


უკაცრაცად და რა აზრი აქვს ეკონომიკის ზრდას თუ


– მსოფლიოში ერთ-ერატი უძვირესი სესხის განაკვეთი გვაქ
– საშუალო შემოსავალის ზრდა ჩამორჩება ინფლიაციას
– ადგილწარმოება და მრეწველობა არ არსებობს


ეგებ მე არ მესმის რამე, ამიხსენით სად ტრ@კიდან მოვიდა ეს 10 პროცენტიანი ზრდა?"- წერს "მასტერშეფის" ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.






0
831
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
831