x
image
თეონა გორდეზიანი
რატომ აღარ ჩანს დიზაინერი თათა ვარდანაშვილი და რატომ მოუწია სახელისა და გვარის შეცვლა ...
მხატ­ვარ­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა ქარ­თულ მო­და­ში თა­ვი­სი სი­ტყვა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით და საქ­მით გახ­და. თუმ­ცა დიდი ხა­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად არ­სად ჩანს. მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თით­ქმის აღარ ეკონ­ტაქ­ტე­ბა.

რა მოხ­და, სად გაქ­რა და სა­ერ­თოდ რას აკე­თებს ერთ დროს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი - თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

image



2015 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხდა, სამ­სა­ხუ­რი­დან, ანუ ფაბ­რი­კი­დან წა­მო­სუ­ლი­ყო, ორ თვე­ში ხერ­ხემ­ლის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­ე­წყო...

რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მისი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ე­ცა, იქ სამ­ხედ­რო სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი და­არ­სდა, სა­დაც 2010 წლი­დან 2015 წლამ­დე სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ას აწარმოებდნენ, სამ­ხედ­რო ეკი­პი­რე­ბას კე­რავ­დნენ. ბა­თინ­კი რთუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სით მზად­დე­ბო­და. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პო­ლი­უ­რე­თა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სი. ამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის და­ნერგვა მარ­ტოს უწევ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, სუნ­თქავ­და რთულ ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბას, წარ­მო­ე­ბი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­მოდი­ო­და, ღა­მის 4 სა­ა­თამ­დე იქ იყო. იმ სივ­რცე­ში ყოფ­ნი­სას ვე­რა­ფერს გრძნობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ხერ­ხე­მალ­ში ჩა­ე­კი­რა, რა­მაც სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ე­ზღუ­და და კუნ­თე­ბის ატრო­ფი­ამ­დე მი­ვე­და. ვე­ღარ და­დი­ო­და, სა­ჭეს­თან ვერ ჯდე­ბო­და...


ახლა სურს სა­დღაც მო­ძებ­ნოს პა­ტა­რა სივ­რცე, რო­გორც ადრე, სა­ი­და­ნაც და­ი­წყო კი­დეც კა­რი­ე­რა­ში ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა... უნდა, და­უბ­რუნ­დეს, შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას. იმას, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­დან პე­და­გო­გო­ბამ­დე გა­ი­ა­რა.


გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და იმ თავ­გა­და­სავ­ლის გამო, რო­მე­ლიც გა­დახდა, იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხდა, სა­ხე­ლი და გვა­რი შე­ეც­ვა­ლა. უკვე შვი­დი წე­ლია, დე­დის მა­მის გვარს ა­ტა­რებს და დიდი ბე­ბი­ე­ბის სა­ხე­ლი ჰქვია - ანნა-მა­რია ხო­დე­ლი .


2015 წელს სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა, ფაბ­რი­კა­ში, რო­მე­ლიც მან შექმნა, სა­დაც ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და, აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი და­ე­ნიშ­ნათ, რო­მე­ლიც გვა­რად ვარ­დი­აშ­ვი­ლია. ამან ის გა­მო­იწ­ვია, რომ ვერ არ­კვევ­დნენ, ვისი ხელ­მო­წე­რა იყო, ვარ­და­ნაშ­ვი­ლის თუ ვარ­დი­აშ­ვი­ლის...

2 თვის წინ კი­დევ მქონ­და იმე­დი, რომ სას­წავ­ლე­ბელს მა­ინც და­უბრუ­ნებ­დნენ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა ჰპირ­დე­ბო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­ბრნებ­დნენ... თუმ­ცა შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მისი სა­წარ­მო და სას­წავ­ლე­ბე­ლი მთლი­ა­ნად შავ­ნა­ბა­დას გიმ­ნა­ზი­ას გა­დას­ცეს. ამან კი ის გა­ნა­პი­რო­ბა, რომ გა­დაწყვი­ტა, ფეხ­ზე ხე­ლახ­ლა დადგეს, შე­მოქ­მე­დე­ბით სარ­ბი­ელ­ზე დაბრუნ­დეს. ერ­თა­დერ­თი გუ­ლის­წყვე­ტა, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ე­ნატ­რე­ბა სას­წავ­ლე­ბე­ლი. იმი­ტომ, რომ გა­მოც­დი­ლე­ბას, რა­საც სტუ­დენ­ტებს უ­ზი­ა­რებ­და, ხე­დავ­და, რომ მისი გაზ­რდი­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბამ­დე მიჰ­ყავს, რაც უხა­რო­და

დღეს სურს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ერ­თოდ აღარ იფიქროს და და­ი­წყოს ახა­ლი ცხოვ­რე­ბა.

ახლა თავს უნდა და­უმ­ტკი­ცოს, რომ ეს საქ­მე შე­უძლია.


წყარო: AMBEBI.GE

1
237
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
237
  
2022, 29 ოქტომბერი, 19:17
არ ვიცი,რა ან რატო დაემართა,მარა სამხედრო ბათინკი კი უნდა ურტყა თავში დღეში სამჯერ,რა თქმა უნდა ჭამის შემდეგ
0 1 1