x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვინც არ უნდა იყო, მიწიდან ამოგიღებ!" - რამ გააღიზიანა ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელის ერთ - ერთი მომხმარებლის მიერ მისი და მისი შვილების მისამართით მიწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და აღნიშნულ პიროვნებას მისი ბავშვების ასეთი ფორმით მოხსენიებისთვის ჰპირდება პასუხს აგებინებს.


image


"აი ამას მწერს კახა კალაძის და არა მხოლოდ მისი ტროლი ოფიციალურ გვერდზე კომენტარში...
ყველაფერს გავატარებ შვილებზე შეხების გარდა!
ვინც არ უნდა იყო, მიწიდან ამოგიღებ!"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მანამდე ყოფილმა პარლამენტარმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მერიაში არსებულ სრულ განუკითხაობას ეხებოდა:


"ვაკის პარკის ტრაგედიის ფონზე, გუშინ რომ აუზში ხალხი დაიწამლა, ამის ფონზე ალბათ უხერხულია იმაზე უკმაყოფილების გამოთქმა რომ მერიამ ჩვენი საბავშვო ბაღისთვის მხოლოდ ეხლა გამოყო ფინანსები გათბობის სისტემის მოსაგვარებლად, რის გამოც ბაღი ნოემბერში იკეტება!


ჯერ ბავშვებისთვის რა ცუდია რიტმიდან უკვე მერამდენედ ამოვარდნა, მით უმეტეს ჩემებისთვის ეს საერთოდ კატასტროფაა. არაჩვეულებრივი ბაღია სრულფასოვანი სამჯერადი ძალიან კარგი კვებით, განვითარების პირობებით. საჯარო ბაღზეა საუბარი. მერე მშობლებისთვის ცალკე დრამაა, რადგან არანაირად არ გვქონდა ეს გათვალისწინებული არც ფინანსურად და არც დროის თვალსაზრისით. ისეთ საგონებელში ვარ ჩავარდნილი, მართლა არ ვიცი რა ვქნა!


უპატრონო მონების ქვეყანა!" - ვკითხულობთ ყოფილი პარლამენტარის პოსტში.

0
649
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
649