x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ინციდენტი სასტუმრო „რუმსში“ - რუსი ტურისტის დანაშაული და მოძველბიჭო პერსონალი
image

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სასტუმრო “რუმსში“ მომხდარ უცნაურ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს.

.


„სასტუმრო „რუმსში“ (თბილისში, რუსთაველზე) დღეს ინციდენტი შემემთხვა. დაახლოებით 11 საათიდან ერთ-ერთი ფონდის შეხვედრას ვესწრებოდი. 5 საათზე დასრულდა. ავტომობილი სასტუმროს პირველ სართულზე (შენობაში) მყავდა დაპარკინგებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარკინგე ადგილზე ჩასულს, მანქანასთან 2 ახალგაზრდა დამხვდა. ვჩქარობდი, ამიტომაც ყურადღება არ მიმიქცევია. კართან რომ მივედი, მკითხეს, მე ვიყავი თუ არა მანქანის პატრონი. დიახ, მე ვარ მეთქი. თქვენი მანქანა ჩვენმა სტუმარმა დააზიანა, მანქანა გაუსვა და იქნებ, დაურეკოთ, ნომერი გვაქვსო.

.

მანქანას შევხედე. უკან, ბამპერი მოსახსნელი და მთლიანად შესაღებია. გადაგიხდისო. ვუთხარი, რომ მანქანა ორგანიზაციის არის და წესების მიხედვით, პოლიციისთვის უნდა მიმემართა.

რამდენიმე წამში ახალგაზრდა ქალი მოდის.

მე მორიგე მენეჯერი ვარ - მეუბნება და დაზიანებას უყურებს. ძველი ხომ არ არის ეს დაზიანება?

რაზე დაყრდნობით ამბობთ- ვეკითხები მე. თან გამეღიმა.

გკითხეთ, არ შეიძლება.

კი, შეიძლება, მაგრამ საიდან მოგივიდათ ეს კითხვა?

გოგოს როგორ ელაპარაკები ბიჭო?! - სავარაუდოდ, დაცვის რამდენიმე ბიჭი „გამოენთო“.

მენეჯერს ველაპარაკები. ვკითხე, საიდან მოუვიდა ეს კითხვა.

დაცვის ერთ-ერთი ბიჭი ჩემსკენ იწევს - „როგორ ელაპარაკები მეთქი“ - თან ხმას უწევს. (მენეჯერმა შეიფერა). ხომ გითხარი, ჩვენმა სტუმარმა დააზიანა და მოაგვარებს.

ამასობაში გარკვეული მაქვს, რომ მანქანა, რომელმაც ჩემი ავტომობილი დააზიანა, რუსეთის ნომრებით არის, იქვე, საპირისპირო მხარეს.

მე არ ვარ თქვენი სტუმარი?

მერე?

რა მერე?

წყნარად იყავი, თორემ გაგიყვან აქედან - მეუბნება დაცვის თანამშრომელი.

გამიყვან? - გამიკვირდა. საიდან და და რატომ გამიყვან? მანქანა აქ დავტოვო? (აქ მეც ავუწიე ხმას).

დაცვის თანამშრომელს დამხმარეები მოუვიდნენ და სამი მხრიდან ამომიდგნენ. უკან ჩემი მანქანა დგას.

კიდევ 2 კაცი მოვიდა.

ხელმძღვანელი ვარ. რა გაყვირებს? - მე მეუბნება.

თქვენ რატომ ყვირით, ან ასე რატომ იქცევით? რას ძველბიჭობთ?! პარალელურად 112-ზე ვრეკავ და ოპერატორს ვეუბნები, რომ კომპანიის მანქანის დაზიანების ფაქტზე საპატრულო პოლიციის რეაგირება მჭირდება.

რას ბოზობ ამხელა კაცი - მეუბნება ეს კაცი, ხელმძღვანელად რომ გამეცნო.

112-ზე საუბრის დასრულებისთანავე ტელეფონის კამერა ჩავრთე და გადაღება დავიწყე.

რატომ მესაუბრებით ასე?

კამერის დანახვისთანავე უკან დაიხია.

მობრძანდით აბა, რას მეძველბიჭებით?

სასაცილო ხარ, მეუბნება თანმხლები და მიდის.

რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი მოვიდა. ვუთხარი, რომ პარკინგზე გაჩერებული მანქანა დამიზიანეს. მივიდა „რუმსის“ თანამშრომლებთან და ეკითხება.

ვინ დააზიანა?

არ ვიცით, არც კამერის ჩანაწერი გვაქვს (არადა, მანამდე თვითონ მითხრეს, ვინც დააზიანა) ასე იცავენ რუს სტუმარს!

რუსეთის ნომრებით მანქანას ეტყობოდა, რომ მან დააზიანა ჩემი ავტომობილი. მოგვიანებით არც მეპატრონემ უარყო, დაჯარიმდა.

"იზვინი, ონ პაზვანილ პალიციუ. უნას ტაკოი ზაკონ. კაგდა პალიცია პრიდიოტ, პატომ მი ნე მოჟემ პამაგატ. ჩელავეკ ტაკოი, პაზვანილ პალიციუ" - ებოდიშებოდა "რუმსის" წარმომადგენელი რუს სტუმარს.

ასეთი ააიპ ყოფილა - „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“. იქიდან დამირეკეს, ჯერ ჩვენთან უნდა მოხვიდეთ, მერე კონტრაქტორს შევაფასებინოთ და წარმოებას რომ დავასრულებთ, ასე ერთ თვეში, თანხას ჩაგირიცხავთო.

პატრულის სამხრე კამერის ჩანაწერშიც, „რუმსის“ კაცი, ხელმძღვანელი ვარო - ასე რომ გამეცნო, პოლიციელის თანდასწრებით, ინტრიგანი ხარო.

ყოჩაღ Adjara Group • აჭარა ჯგუფი

11-დან 6-მდე „რუმსს“ პარკინგის 39 ლარიც მივართვი (ეს ცალკე ღორობაა კიდევ!)

(გამოსვლამდე პატრულის თანამშრომელი მეძახის, ოქმზე ხელი მომიწერეო. შეუვსებელი დოკუმენტი ხელმოწერის გვერდზე ამობრუნებული დამიდო მანქანის უკანა მხარეს და კალამს მაწვდის. რაზე მაწერინებ მეთქი ხელს? ოქმზეო. ნუთუ, ვგავარ ისეთ ადამიანს, ცარიელ ოქმზე პოლიციელს ხელი მოვუწერო. იმ სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერსაც გამოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

--------------

მას შემდეგ, რაც ეს ამბავი აღვწერე, რატომ არ თქვი რომ ჟურნალისტი იყავიო. 1/. არ ვასრულებდი ჟურნალისტურ საქმიანობას. 2/. ასე არ უნდა მოექცეთ არავის, პროფესიული საქმიანობისა თუ სამსახურებრივი მდგომარეობის მიუხედავად!

,

1
398
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
398
  
2022, 29 ოქტომბერი, 22:11
რა მნიშვნელი აქვს,რა ეროვნების იყო მანქანის მეპატრონე? დაარღვია წესი და დაჯარიმდა,სად არის აქ პრობლემა? არ იმაშია დიდი პრობლემა,ნუ ჩვენთვის არ არის პრობლემა,თორე სასტუმროსთვის დიდი პრობლემა,თუ უნდა დედ ჰასანი ან ტარიელ ონიანი აიყვანოს თანაშრომლად სასტუმროში,ეს მათი საქმეა და მათი საკუთრება. აღარ მიხვიდეთ ამ სასტუმროში და მორჩება ამით ამბავი.
0 1 1