x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
მოსკოვის ცენტრში ფედერაციის საბჭოსთან მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანეს
image
რუსეთის დიქტატორი პუტინი და მისი რეჟიმი მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს რომ ენდობა ცხადზე ცხადია, რადგან როგორც თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის სატელეფონო საუბრიდან გახდა ცნობილი (ვიდეო აუდიო ჩანაწერით და აღნიშბულ უკმაყოფილო მაღალჩინოსნებთან ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკვით, დევს იუთუბზე), რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს ელიტა შექმნა რუსეთის სპეცსამსახურების გენერლებით, რომლებსაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ არიან პუტინის ერთგულები.


უთენია მოსკოვის ცენტრში გამოჩნდა ჯავშანტრასპორტიორების, სპეც მანქანების და ცოცხალი ძალით სავსე სატვირთოების საკმაოდ დიდი კოლონა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს შენობასთან განთავსდა, დაიკავა რა მთლიანი პერიმეტრი ობიექტის ირგვლივ.


მოქალაქეების შეშფოთბის გასაფანტად მოსკოვის მერიამ განცხადება გააკეთა, რომ აღნიშნული ღონისძიება არანაირი საფრთხის მოლოდინით არ იყო განპირობებული და საქმე ჰქონდათ წინასწარ დაგეგმილ, გეგმიურ წვრთვნებთან რომელსაც ატარებდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.


ცოტა არ იყოს უცნაურია, როდის მერე ატარებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური ღამის საათებში ან ზოგადად მძიმე ტექნიკით წვრთვნებს მოსკოვის ცენტრში.



ფედერალური უშიშროების სამსახური რუსეთის გვარდია ანუ ყოფილი შინაგანი ჯარი არაა ქალაქის ქუჩებში გნებავთ ფედერალურ საბჭოსთან წესრიგი დაამყაროს ან წვრთვნები ჩაატაროს.


როგორც თავად რუსი ექსპერტები წერენ, პუტინი აშკარად გრძნობს რუსი სამხედროებისგან მომდინარე უკმაყოფილებას და ამგვარი ღონისძიებებით ახდენს ძალის დემონსტრირებას და საზოგადოებას უჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები მზად არიან რეჟიმის დასაცავად.


0
314
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
314