x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეუნიონი, კუნძული რომლის გარშემოც გადის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემოვლითი გზა
image რეუნიონი გახლავთ კუნძული ინდოეთის ოკეანეში, რომელიც მდებარეობს კუნძულ მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 700 კილომეტრში.
1946 წლიდან შედის საგრანგეთის შემადგენლობაში, რეუნიონის დეპარტამენტის სახელწოდებით.


კუნძულზე ცხოვრობს 835 103 ადამიანი. ლუნძული ცნობილია ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტით, ტროპიკული ტყეებით, მარჯნის რიფებით და ზღაპრული პლაჟებით.


კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი მოქმედი ვულკანი-პიტონ-დე-ლა-ფურნეზი გახლავთ, რომლის სიმაღლე 2632 მეტრია. ასევე არის ადგილი რომელიც განსაკუთრებით იზიდავს ალპინისტებს-ესაა პიტონ-დე-ნეჟის, უზარმაზარი ჩამქრალი ვულკანი.


ბუნებრივი კლიმატის წყალობით და ულამაზესი ლანდშაფტის გამო, კუნძულს ტურისტები არ აკლია, ღამის რეუნიონის სანახავად ათასობით ტურისტი ჩადის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. იახტებით მოგზაურობის მსურველებისთვის ესაა ზღაპრული ადგილი, მათთვის გამოყოფილია სპეციალურად მშვიდი ყურე, სადაც ოკეანეში შტორმის დროსაც კი წყლის ღელვა არასდროსაა ძლიერი და საფრთხის შემცველი იქ მყოფი იახტებისათვის.



საფრანგეთის ხელმძღვანელობამ წლების წინ გადაწყვიტა კუნძულის ირგვლივ კუნძულის მცხოვრებლებისთვის და განსაკუთღებით კი მოზაურობის მოყვარული ტურისტებისთვის გაეკეთებინა შემოვლითი გზა რომელიც კუნძულს გარს შემოუვლიდა.


პროექტის შედგენიდან ზუსტად 12 წკისთავზე გაიხსნა აღნიშნული პროექტის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, გზის დასრულებას და მის სრულ გაშვებას საექსპუატაციოდ კიდევ 1 წელი დაჭირდება.


შემოვლითი გზის პროექტის ღირებულებაა 2 მილიარდი ევრო, რომელიც აუცილებლად მოითხოვს კორექტირების შეტანას გზის საბოლოოდ დამთავრებამდე ანუ ესაა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემოვლითი გზა.
imageimageimage imageimage







0
93
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
93