x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიდი ეხლა ჩა@ჯვი მანქანაში შენი დედა მო@@ყან და ხედავს ქეჩოთი აგდებს" - რას ჰყვება ირინა სარიშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით ერთ სკანდალურ ისტორიას იხსენებს და ყველა ძალადობის მსხვერპლ გოგონას მოუწოდებს, არ გაჩერდნენ და საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლონ:


"ეს სტატუსი ნეკა დოროყაშვილზე არ არის - ეს პოსტი ნიკოლოზ ბასილაშვილზეა.

მე მყავს მეგობარი, რომელსაც მაგრად ევასებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, არ იცნობდა, შორიდან აფანატებდა. ერთხელ ქუჩაში მოკრა თვალი ვიღაც ლამაზ გოგოსთან ერთად და უცებ ესმის: მიდი დროზე ეხლა ჩააჯვი მანქანაში შენი დედა მოვტყან და ხედავს როგორ ქეჩოთი აგდებს მანქანაში მისი სათაყვანებელი კუმირი ამ გოგოს...


ამის მერე შეძულდა ჩემ მეგობარს ნიკოლოზ ბასილაშვილი. დიდი ალბათობით ეს ლამაზი გოგო ნეკა დოროყაშვილი იყო, ან სხვა იყო - რა მნიშვნელობა აქვს... აი ამ ეპიზოდის მერე პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვიტა სასამართლომ.


დღეს შეიძლება კახა კალაძის ძმაკაცობის და ტუტრუცანა სნობური აზროვნების წყალობით ნიკოლოზ ბასილაშვილის მაგივრად ჩოგანი და ჩემოდანი დაისაჯოს, მაგრამ სხვა მოძალადეებს ეს ნუ შეგაფრთიანებთ, ვისაც არც ჩოგანი გაქვთ, არც ჩემოდანი და არც კალაძის ძმაკაცები ხართ!


არ გაჩერდეთ გოგოებო! არ შეშინდეთ! ყველას და ყველაფერს გაეცემა საკადრისი პასუხი თუ ერთად ვიქნებით!"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ დოროყაშვილი-ბასილაშვილის 2 წლიანი სასამართლო დავა როგორც იქნა დასრულდა - თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნითი პროცესით დამტკიცდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ხოლო ნელი დოროყაშვილი ძალადობის მსხვერპლი არ არის.


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც ძალადობის ქვეშ იმყოფება.



0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
343