x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე თვითონ დავთხრი თვალებს! აი ასე!“ - ვისზე საუბრობს ნინო ნადირაძე - კუზანოვა

image


ტელეწამყვანი, ექიმი და კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა დოროყაშვილი-ბასილაშვილის 2 წლიანი სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს რომ ის საკუთარ ვაჟს თავად დათხრის თვალებს მისი მომავალი მეუღლის თვალზე ცრემლები რომ დაინახოს:


"ბიჭის დედა ვარ და ერთი რამ ზუსტად ვიცი, ცოლს რომ მოიყვანს, იმ სხვისი შვილის თვალზე ერთი ცრემლი რომ დავინახო, მე თვითონ დავთხრი ჩემს საკუთარ შვილს თვალებს! აი ასე! და ქონების გაყოფის დედაც, ჩემი შვილიშვილებისთვის მინდა ზუსტადაც ყველაფერი!"- ვკითხულობთ ნინო ნადირაძე-კუზანოვას პოსტში.


შეგახსენებთ, რომ დოროყაშვილი-ბასილაშვილის 2 წლიანი სასამართლო დავა როგორც იქნა დასრულდა - თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნითი პროცესით დამტკიცდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ხოლო ნელი დოროყაშვილი ძალადობის მსხვერპლი არ არის.


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც ძალადობის ქვეშ იმყოფება.

0
327
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
327