x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა ბოღმა გვჭირს ამისთანა? რომ ვეტენებით უ@ანალში" - რას წერს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბის გვერდზე გავრცელებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა არმენოფობიით შეპყრობილ ადამიანს "ქაჯს" უწოდებს:


"არმენოფობია არის გაუნათლებლობა და სიგოიმე! არმენიფობი თუ ხარ, ესე იგი მაგარი ქაჯი ხარ.


ჯერ კიდევ სტოკჰოლმში ვარ და 3 ახალგაზრდა გავიცანი სომხეთიდან და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება თავი მეტი გეგონოს ამ ხალხზე – ჭკვიანები, განათლებულები, მებრძოლები და გულიანები. იმდენი ქართული სიტყვა იციან, ისე უყვართ თბილისი და საქართველო. ჩვენ რა ბოღმა გვჭირს ამისთანა? ასეთი რა მოგვწამლა საბჭოთა რუსმა, რომ მაგათ ვეტენებით უკანალში და სხვა ყველა გვძულს?!" - წერს უფლებადამცველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და სოციალური ქსელის ერთ - ერთი მომხმარებლის, Giorgi Tumasyan-ის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბის გვერდზე გავრცელებულ კომენტარს შემდეგი შინაარსის სტატუსით აზიარებს.


image


"ამ გვერდის კომენტარის საფუძველზე Khvicha Kvaratskhelia Fanpage-მა დაწერა “სომხების მორიგი ლეველი”, რითაც “სომხებს” ანუ მთელ ერს შეურაცმყოფა მიაყენეს.



სომხები და გვერდი ucmnowudont რა კავშირში არიან? წარმოუდგენელია უბრალოდ რაზე მიწევს საუბარი" - წერს Giorgi Tumasyan-ი.



0
276
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
276