x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქართველი პარტიზანების რეიდი სეპარატისტების წინააღმდეგ და ქართული ცეკვა მტრის ზურგში
image
სტატიას ვუძღვნი უკრაინაში დაღუპულ მეგობრის და თანამებრძოლის კახა გოგოლის ხსოვნას.


აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესაჩერებლად რუსეთის ინიციატივით (ბედის ირონიაა, რადგან აფხაზეთის ომის ერთადერთი ინსპირატორი თავად რუსეთი გახლდათ) წამოწყებულ სამშვიდობი შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე აფხაზეთიდან ქართული მძიმე ტექნიკის და არტილერიის გატანა მოჰყვა.


როგორც კი მოხდა ფაქტობრივად ქართული დანაყოფების შეთანხმების საფუძველზე განიარაღება, სეპარატისტებმა და მათმა მოკავშირებმა რუსეთის რეგულარული სამხედრო დანაყოფების მხარდაჭერით მოახერხეს ჯერ გაგრის და მერე სოხუმის აღება, რამაც საბოლოოდ აფხაზეთის დაკარგვა გამოიწვია.


იყო რამდენიმე მცდელობა აფხაზეთის დასაბრუნებლად, მაგრამ ორივე მცდელობა მარცხით დამთავრდა რადგან ჯარი ჯარს არ ჰგავდა, არც შეიარაღება იყო სათანადო და წვევამდელების მოგებული ომი უნახავს ჯერ არავის.



გალის მოვლენების დროს რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა შინაგანი ჯარებიდან, დარტყმის ძირითადი სიმძიმე კი ქართველ პარტიზანებზე გადავიდა.


პარტიზანების რამდენიმე მცირე დანაყოფი რამდენიმე დღე აკავებდა რიცხობრივად ბევრად აღმატებულ და კარგად შეიარაღებულ მოწინააღმდგეს რათა ერთხელ უკვე დევნილებად ქცეული გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობისათვის ეევაკუირების დრო და საშუალება მიეცა.


პარტიზანები ეცემოდნენ პრძოლის ველზე, მაგრამ შეტაკების ზოლზე მტრისთვის ხაზის გარღვევის ნება არ მიუციათ, სანამ უკანასკნელმა ქართველმა მცხოვრებმა არ დატოვა გალის რაიონის დაბალი ზონა.


პარტიზანებმა თავიანთი დაღუპულები და დაჭრილები გამოიყვანეს ცეცხლის ხაზიდან და ენგურის გავლით სამეგრელოში გადავიდნენ.


შინაგანი ჯარების ერთი სამხედრო-სატვირთოს აფეთქება ქართველმა პარტიზანმა კახა გოგოლმა ითავა, მანქანა წვევამდელმა მძღოლმა გაქცევისას ამოაბრუნა შემთხვევით და მისი გადმორიალება ვერ მოხერხდა, მანქანის ძარაზე კი წყვილ ლულიანი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი იყო დამონტაჟებული.


მანქანა განადგურებულ იქნა და მისი გამოყენება ან აღდგენა დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა.


გავიდა რამდენიმე თვე და პარტიზანებმა ისევ დაიწყეს ღრმა რეიდები აფხაზეთში, ერერთი რეიდის დროს დანაყოფი თითქმის ოჩამჩირემდე ჩავიდა. ეს წასაკითხადაა ადვილი, თორემ ცხენებით 45 კილომეტრის გადალახვა იქ, სადაც ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი და საფრთხეა ჩასაფრებული ადვილი არაა.


სოფელ არადუში, ერთერთი პარტიზნის სახლს მივაშურეთ, სახლი გადაეწვათ სეპარატისტებს, სამზადისათვის კი ხელი არ ეხლოთ.


ცხენები ეზოს სიღრმეში გადავმალეთ და ვისაუზმეთ, სწორედ ამ დროს იხუმრა კახამ, ლევან სახლში რომ მპატიჟებდი მაშინ ვერ მოვედი, მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს უნდა ავღნიშნოო, ლევანი გავიდა და მალე 3 ლიტრიანი მინის ქილით დაბრუნდა, მამაჩემს ჰქონდა მარანში ჩამარხულიო. დასათრობად ბუნებრივია არავის დაულევია, თუ მოლხენაა მოლხენა იყოსო და კახამ ზეზე წამოდგა, ტყვიამფრქვევი კედლეზე მიაყუდა და სამზადში ქართული ცეკვით დაუარა, ლევანიც აჰყვა, კობაც, მე და სხვა მებრძოლები მოზომილი ტაშით ვუჭერდით მხარს.


კახამ ცეკვა დაამთავრა და ჩამოჯდა, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, ამოიხედა და ნაღვლიანად თქვა: აქ ჩვენი ძმის სახლში მაინც ვიცეკვეთ, ჩემს სახლში დრანდაში ვინ იცის ახლა აფხაზი ცეკვავს, სომეხი თუ ყაბარდოელიო?!
ყველას გული ჩაგვწყვიტა კახას ნათქვამმა, დსახული ოპერაცია იდეალურად ჩატარდა, ისე რომ არავინ გაკაწრულა, მეტიც ორი ტყვეც წამოვიყვანეთ, ერთი გააფხაზებული ვაი ქართველი და მეორე სომეხი, რომელიც მკლავში იყო დაჭრილი.


იმ ჯგუფიდან არც კახაა ცოცხალი (უკრაინაში ლისიჩანსკში დაიღუპა 10 ივლისს გამთენიისას), აღარც ლევანი (იმ ოპერაციიდან ორიოდე თვის მერე სეპარატისტების პატრულს გადაეყარნენ და ბრძოლა ლევანმა აიღო თავზე ჯგუფის გადასარჩენად), აღარც დათოა ცოცხალი (ქუთაისთან ახლოს ავტოავარიაში დაიღუპა), აღარც ლაშა (ჭუბურხინჯში აფხაზეთის ოკუპირების მერე რუსეთის სასაზღვრო ძალებს ვიღაცამ მიაწოდა ქართული დივერსიული ჯგუფის იქ ყოფნაზე, რუსულ სპეცრაზმთან ბრძოლაში გადარჩნის შანსი არ იყო და ლაშამ მეგობართან ერთად საკუთარ თავზე აიღი ბრძოლა რათა დანარჩენი ჯგუფი გასულიყო, ლაშა და მისი მეწყვილე რუსული ტანკის მიერ ნასროლმა ჭურვმა შეიწირა).


კობა მარალია ცოცხალია, მაგრამ ჩემთვის და ჩვენი ჯგუფისთვის :მკვდარია", კაცმა ვისთვისაც ნასროლ ტყვიას მკერდით ავეფარე და 100 პროცენტიან სიკვდილს გადავარჩინე, უკდარებელი იკადრა და ჩემს სამკურნალოდ შეგროვებული ფული ისე "შეიტყაპუნა" თითქოს ხელფასი აეღო.
საქციელის გამო პასუხიც აგო და ფულის დაბრუნებამაც მოუწია, მაგრამ ის ჩვენთვის დიდი ხანია "მკვდარია".


უფალს ებარებოდეს კახა გოგოლი და მასთან ერთად ყველა ის ბიჭი ვინც ჩვენი მშობლიური კუთხისათვის ბრძოლას შეეწირა ან უბრძოლია, აქ თუ უკრაინაში.

0
274
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
274