x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:კოსმოსურმა აპარატმა იუპიტერის და მისი ოთხი თანამგზავრის დაბნელების გადაღება შეძლო
image
Mars Express-მა შეძლო არა მხოლოდ იუპიტერის, არამედ, მისი ოთხი მთავარი თანამგზავრის დაბნელების გადაღება.




მზის სისტემაში მუდმივად რაღაც ხდება და კოსმოსური ხომალდის კამერების ლინზებში ნამდვილად ყოველთვისარ ხვდება საინტერესო მოვლენები. მაგრამ Mars Express-ის ორბიტერმა, რომელიც მარსზე მოძრაობს დედამიწიდან 100 მილიონი კილომეტრის მანძილზე, მოახერხა იუპიტერის დაბნელების გადაღება წითელი პლანეტის თანამგზავრის Deimos-ის მიერ, წერს ScienceAlert-ი.





მარსის თანამგზავრმა დეიმოსმა, ზომით მხოლოდ 15 კმ, შეძლო იუპიტერის ფონზე გავლისას, არა მხოლოდ თავად გაზის გიგანტის, არამედ, მისი 4 მთავარი თანამგზავრის დაბნელება. ეს საოცარი მოვლენა კოსმოსურმა ხომალდმა Mars Express-მა დააფიქსირა და გადაიღო 80 ფოტოს სერია, საიდანაც მეცნიერებმა მოკლე ვიდეო შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში დეიმოსი იმყოფებოდა 745 მილიონი კმ მანძილზე იუპიტერიდან და მისი თანამგზავრებიდან.




image




ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერთა აზრით, ძალიან უჩვეულოა ის ფაქტი, რომ დეიმოსისა და იუპიტერის მდებარეობაში იყო ასეთი დამთხვევა მის თანამგზავრებთან. მართლაც, ამ მომენტში მარსის თანამგზავრი ზუსტად უნდა იყოს მისი შორეული კოსმოსური მეზობლების ორბიტის სიბრტყეში, რომ ეს მოხდეს.


როგორც ჩანს, იუპიტერის თანამგზავრები პატარა კაშკაშა ობიექტებია მარსის თანამგზავრის ფონზე.




image



ვიდეოში ხედავთ, თუ როგორ ნელა მოძრაობს დეიმოსი და აბნელებს ჯერ იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრს - ევროპას, შემდეგ მზის სისტემის უდიდეს თანამგზავრს - განიმედს, შემდეგ ფარავს იუპიტერს და ამთავრებს მოგზაურობას ვულკანური თანამგზავრის - იოს დაბნელებით., შემდეგ კი, აბნელებს გაზის გიგანტის სიდიდით მეორე თანამგზავრს კალისტოს.




0
78
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0