x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დედა, აგი რა დურაა... ნელკა მისულა ლელკასთან, ვითომ არ იცის იმან ეს რა აფერისტკაა“ - ზალიკო ბერგერი
image

.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი ორშაბათს, "მთავარი არხის" ეთერში, ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში „სტუმრად ლელასთან" გახლდათ. მან ბასილაშვილთან შეყვარებულობის პერიოდის გარდა, ის დღეებიც გაიხსენა, როცა მისი თქმით, სპორტსმენი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ის ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა მის ოჯახურ პრობლემებზე.


აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში დიზაინერი ზალიკო ბერგერი გამოეხმაურა და ნელი დოროყაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, წინა შემთხვევაშიც ზალიკომ ირონიული პოსტი გამოაქვეყნა.


,

ამჯერად ზალიკო ბერგერი წერს:

.

„დედა, აგი რა დურაა... ნელკა მისულა ლელკასთან, ვითომ არ იცის იმან ეს რა აფერისტკაა. თან რა სიტყვები უსწავლია ნელკას, ადვოკატური, თან სტილი რომ შეუცვლია. ვითომ არაფერი შემეშალოსო. 400 კვადრატები რომ წაუღია. მე და დემნაზე რომ ატრაკებდი, ნიკოლოზი ზალიკოს და დემნა გვასალიას წერდაო. ქალო, მითხარი რას გვწერდა? ესე იგი ბიჭს გემოვნება ჰქონია და იცის ვის უნდა მიწეროს" - ამბობს ზალიკო ბერგერი.

.

ორი კვირის წინ კი ზალიკო ბერგერი გააღიზიანა ნეკა დოროყაშვილის სმს-მა, რომელიც ყოფილმა მეუღლემ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს მისწერე და დემნა გვასალია და ზალიკო ბერგერი ცუდ კონტექსტში მოიხსენია. დოროყაშვილი ექს-მეუღლეს სწერდა, რომ ზალიკო ბერგერსა და დემნა გვასალიას რომ ფეისბუქზე იმატებს და თავი ელიტა ჰგონია, ესაა მისი დონე. ამ ფრაზამ გაანაწყენა ზალიკო ბერგერი და ნელი დოროყაშვილს საჯაროდ მიმართა.
.
„ეს მუ@ელი ნახე რაა.... თუმცა, დემნასთან ერთად მოხსენიებისთვის დიდი მადლობა ნელკას, თუ რავიცი რაც ჰქვია ამას. ბასილა ჩვენი სიამაყეა!!! და დემნა ყველაზე მაგარი. in the world! თუ წერდა იმასაც მაგაზე მაგარი რა უნდა ექნა?
.
ნელკამ გაიხაროს, მშვენიერ სასტავში მოვხვდი. გაიხაროს ამ დოყრაყაშვილმა! ბასილა თუ მე და დემნას გვეტენება, სასწრაფოდ დემნა უნდა ვნახო და ნელკა რა დღეშია გავაგებინო. ბლატნოი ელიტა ვარ!)) დემნაც! სუხუმი გორად ბეზ ფრაეროვ!“ - წერს ზალიკო ბერგერი.
.
მანამდე ვითარება ასე დაიძაბა:
.
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის – ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა ურთიერთბრალდებებით გრძელდება. ამ მხრივ კი ნელი დოროყაშვილი აქტიურობს. ბასილაშვილების მხარე კი დეტალებზე არ საუბრობს.

თუმცა, „პრაიმტაიმმა“ გაასაჯაროვა საქმეში არსებული მიმოწერა დოროყაშვილსა და ბასილაშვილს შორის, სადაც დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს ემუქრება.


„შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა…

გველის ნაკბენი რჩება და შენი ნაკბენი არა. რამენაირად მე და ჩემი შვილი გადავლახავთ ამ ყველაფერს. „სამართალი ურმით დადის“, რად გინდა სიცოცხლე ამ ყველაფრის მერე? შენ გგონია გათავისუფლდი, რომ ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე. ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი.

„მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდები კიდე, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო…“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.

ასევე, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, არსებობს ნელი დოროყაშვილის მხრიდან სხვა მიმოწერებიც, რომელიც პირიქით ადასტურებს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ნიკოლოზ ბასილაშვილზე. ბასილაშვილების მხარე კი აღნიშნულის კომენტარებისგან თავს იკავებს.
0
360
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0