x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ გადავიღოთ კარგი პორტრეტული ფოტოები (+ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები)
imageპორტრეტული ფოტოგრაფია ეს არის ის რასაც ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერი ფოტოგრაფი ეჯახება. პორტრეტების გადაღება არც ისე ადვილია, როგორც ბევრს ჰგონია. აქ არ არის საკმარისი ადამიანს სთხოვო გაიღიმოს და დაელოდოს სანამ "ჩიტი გამოფრინდება", არა პორტრეტული ფოტოგრაფია ბევრად უფრო რთულია. თუ თქვენ გინდათ კარგი პორტრეტი გადაიღოთ, ღირს ორიოდე წუთი დახარჯოთ ამ სტატიის წაკითხვისათვის. დამეთანხმებით, რომ წარუმატებელი ფოტო საკმაოდ დამთრგუნველია ფოტოგრაფისათვის, სწორედ ამიტომ ღირს ამ სტატიის წაკითხვა. თუმცა გაითვალისიწნეთ, რომ სტატიაში მოყვანილი რჩევები საბაზოა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს გთხოვთ ნუ დახარჯავთ თქვენს ძვირფას დროს ისეთი კომენტარების წერით, როგორებიცაა: "ეს ხომ უკვე ვიცოდი", "ეს ბავშვობაში ვისწავლე" და სხვა. ის რაც იცის პროფესიონალმა შესაძლოა არ იცოდეს დამწყებმა ფოტოგრაფმა. მითუმეტეს, რომ პორტრეტული ფოტოგრაფიის სრულ შესწავლაზე შესაძლოა მთელი წიგნი დაიწეროს.

მაშ ასე გადავიდეთ კონკრეტულ რჩევებზე.

1)შეარჩიეთ სწორი ფონი:image

კარგი ფონის შერჩევის თემა ეხება არა მარტო პორტრეტებს, არამედ სხვა ჟანრებსაც. შერჩეული ფონი უნდა უზრუნველყოფდეს ყურადღების კონცენტრაციას მტავარ ობიექტზე, ამჯერად ადამიანის სახეზე და არა მის უკან მდგარ "კორფუჯის" ტელევიზორზე. ფონი უნდა იყოს ნეიტრალური, მთავარი ობიექტის უკან არ უნდა იყოს მკვეთრად გამოკვეთილი ობიექტები.


ფონის შესწორება ფოტოშოპოთაც შეიძლება, თუმცა უკეთესია თავიდანვე კარგი ფონის შერჩევა.

2)ფოკუსირება თვალებზე გააკეთეთ: imageროგორც ანდაზაშია ნათქვამი: "თვალები ადამიანის სულის სარკეა". ეს არა მარტო სახალხო სიბრძნე, არამედ პორტრეტული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი წესიცაა. თვალებზე ხაზგასმით თქვენ ახერხებთ ადამიანის ყურადღება მთელს კომპოზიციას მიაპყროთ. ფოტოს დამთვალიერებელი მაშინვე "ჩაეჭიდება" თვალებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყებს მთელი სურათის დათვალიერებას.

თვალების გამოყოფისას არ ღირს ემოციების დავიწყება. შეიძლება ადამიანს თხოვოთ სხვადასხვა ემოციების გამოხატვა, რაც ფოტოს უფრო მეტყველს გახდის.
3)განათება, მეტი განათება:

imageრა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს უამრავი სინათლის წყარო უნდა მიაპოყროთ და შემდეგ გადაუღოთ ფოტოები. აქ საუბარი იმაზე, რომ განათება ძალიან მნიშვნელოვან, როლს თამაშობს კარგი პორტრეტის შექმნაში. ერთი და იგივე ადამიანი სხვანაირად გამოიყურება სწორი შუქის, დღის და საღამოს განათების დროს. განათებამ შესაძლოა ხაზი გაუსვას ნაკლებშესამჩნევ დეტალებს.

ხო მართლა, კაშკაშა მზის დროს ძალიან რთულია პორტრეტის გადაღება, პირდაპირმა სხივებმა შესაძლოა გააფუჭოს კადრი.

4)პოზიციის შერჩევა: image

ფოტოს გადაღებისათვის შერჩეული სწორი პოზიცია კარგი ფოტოს კიდევ ერთი კრიტერიუმია. არ შეიზღუდოთ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ფოტოებით, გადაიღეთ სხვადასხვა კუთხიდან და რაკურსებით. რაც მთავარია გადაიღეთ ბევრი ფოტო და გააკეთეთ ექსპერიმენტები.

სტატიის დასასრულს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ გადაღებული რამოდენიმე პორტრეტი.image

imageimageimageimage

15
1349
16-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1349
  
2013, 28 იანვარი, 17:12
ძალიან ძალიან საინტერესო და დარწმუნებული ვარ კარგი შედეგის მომცემი სტატიაა..
2012, 2 ოქტომბერი, 20:45
გაიხარე
2012, 2 ოქტომბერი, 20:43
საინტერესოა
2012, 26 სექტემბერი, 8:55
++++++++++++++++++++++++
2012, 26 სექტემბერი, 1:46
გრამატიკული შეცდომები მქონდა ტექსტში... გავასაჩივრე და მივწერე რო ვიცი შეცდომებია და იქნებ ჩაასწოროთ მეთქი და ამისთვის....
2012, 26 სექტემბერი, 1:42
და რატომ დაგბლოკეს?
2012, 26 სექტემბერი, 1:37
:) აუ გავგიჯდები ახლა... 165 საათი ბლოკი? კაი რაა... 23 დღე სტატიას ვეღარ დავწერ... მარაზმი არაა ეს?
2012, 26 სექტემბერი, 1:35
კაი არ გაწითლდე,მე ხომ არაპროფესიონალი ვარ :))
2012, 26 სექტემბერი, 1:33
მადლობა :) ნუ გამაწითლებ ეხლა
2012, 25 სექტემბერი, 23:55
მაგარი ხარ რაა ++++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10