x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
10 ყველაზე ძვირადღირებული ბოტასი

image

არსებობს უამრავი მიზეზი, რომ გიყვარდეს სპორტული ფეხსაცმელი. ისინი კომფორტული, ელეგანტური და ფუნქციონალურია. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის სპორტული ფეხსაცმელი უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ფეხსაცმელი. ისინი სიამაყის წყაროა, სტატუსის ნიშანი.




10. Nike MAG 'უკან მომავალში' (2016) – $63, 973

კინომანებისთვის მაშინვე შესამჩენევი იქნება ეს ფეხსაცმელი, რადგან ასეთი ფეხსაცემლი აცვია 80-იანი წლების პოპულარული სერიალის "უკან მომავალში" მთავარ გმირს მარტის. მას შემდეგ ათეული წლები გავიდა განვითარდა ტექნიკა, გამომსახველობითი საშუალებები და არ დააყოვნეს და 2016 წელს ბოტასებს მანათობელა დეტალები დაუმატეს. ამ ბოტასააც ასე ჰქვია "უკან მომავალში".

image

imageკადრი სერიალ "უკან მომავალში" 2 3/12 [1989 წ.]





9. Air Jordan 12 OVO (Drake Edition) – $100, 000

image


ეს სპორტული ფეხსაცმელი არის თანამშრომლობის შედეგი ბრენდ Jordan-ის და მომღერალ დრეიკს შორის. დახვეწილი დიზაინით, დამზადებული პრემიუმ თეთრი ტყავისგან, ეს წარმოუდგენლად კომფორტული ფეხსაცმელი გაკეთდა იმისათვის, რომ გამორჩეულიყავით ხალხისგან.






8. Air Jordan 12 (Flu Game) – $104, 765



image


ეს არის კალათბურთელ მაიკლ ჯორდანის სამახსოვრო ნივთების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული წყვილი. ჯორდანს ისინი 1997 წლის NBA-ს ფინალში თამაშის დროს ეცვა.






7. Buscemi 100mm Diamond – $132, 000


image

ყველაზე ძვირადღირებული ტენისის ფეხსაცმელი. გაფორმებულია 11, 5 კარატიანი ბრილიანტით, რომელიც ჩასმულია 18 კარატიან ოქროში.





6. მაიკლ ჯორდანის ფეხსაცემლი, რომელიც თამაშიშ დროს ეცვა Converse Fastbreak – $190, 373


image


მაიკლ ჯორდანის ფეხსაცმელი თავისივე ხელმოწერით. ისინი აუქციონზე 190 000 დოლარად გაიყიდა.






5. Jordan 1 თეთრი/შავი – $250, 000


image

image

რეტრო სტილის ეს ფეხსაცმელი თავად კალათბურთელ მაიკლ ჯორდანის მიერაა შექმნილი და ისინი მხოლოდ 300 ცალია. ჯორდანი ამ ფეხსაცმლით თავის 56 -ე დაბადების დღეზე გამოჩნდა 2019 წელს.






4. Air Jordan ‘Kobe Pack’ – $800, 000


image

თითქმის მილიონიანი Kobe Pack შექმნილია სპეციალურად კალათბურთელ კობი ბრაიანტისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კალათბურთის ფიგურისთვის სპორტის ისტორიაში. ეს სპორტული ფეხსაცმელი მიბაძვაა კლასიკური Air Jordan 3-ისა და Air Jordan 8-ის და შეიქმნა ბრაიანტის NBA-ში 20 წლის აღსანიშნავად. დამზადებულია თეთრი ტყავისგან, მეწამული და ოქროსფერი აქცენტებით.





3. Michael Jordan Game Worn Nike Air Ship – $1.47 მლნ


აუქციონზე გაყიდული ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ნახმარი ფეხსაცმელი. კოლექციონერმა ნიკ ფიორელამ მასში $1, 472, 000 გადაიხადა, ლას-ვეგასში გამართულ სოთბის აუქციონზე 2021 წლის 24 ოქტომბერს.






2. Kayne West Nike Air Yeezy 1 ‘პროტოტიპი’ – $1.8 მლნ

image


რეპერსა და დიზაინერ კანიე უესტსა და Nike-ის ბრენდს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი შედეგია, Nike Air Yeezy 1 „პროტოტიპი“. მომღერალი ამ ფეხსაცმლით გამოჩნდა 2008 წელს გრემის სცენაზე მისი ჰიტ სინგლის „Stronger“ შესრულებისას.

კანიე უესტმა ნაიკის შემდეგ ადიდასთან გააგრძელა თანამშრომლობა, რის შემდეგაც Yeezy-ს ბრენდმა, ფაქტობრივად შექმნა მრავალი მოთხოვნადი დიზაინი. სწორედ ისეთები, რომელსაც ჩვენც ვატარებთ ყოველდღიურად.


image


imageYeezy-ს სპორტული ფეხსაცმელები






1. Gold OVO x Air Jordans – $2 მლნ

image


წამოუდგენელია არა ოქროს ფეხსაცმელი? ის ეკუთვნის ცნობილ რეპერს და მიმების ცნობილ სახეს დრეიკს. როდესაც მან ცნობილ ჯორდანის ბრენდთან თანამშრომლობა დაიწყო გადაწყვიტა, რომ აირ ჯორდანები მყარი ოქროსგან გაეკეთებინა

ეს არის Nike-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში, თითოეული იწონის 22 კგ-ზე მეტს, ამით ბევრს ვერ ივლით, მაგრამ ფეხებზე გექნებათ ხალხის ყურადღება.


image



პ.ს. თქვენ რომელს შეიძენდით სურვილი და საშუალება რომ გქონდეთ?









0
398
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0