x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა - 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო!
image

IWSC Wine Judging in Georgia-ს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ცნო­ბი­ლია. კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რიმ მე­და­ლო­სა­ნი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. კონ­კურ­სზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბის - 487 ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­დან მე­და­ლი 288 მათ­განს გა­და­ე­ცა. 16 ოქრო, 63 ვერ­ცხლი და 209 ბრინ­ჯაო! - პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თველ­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ჯილ­დო სა­კუთრ ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­პო­ვეს.

image

კონ­კურ­სში წარ­მოდ­გე­ნილ ღვი­ნის ნი­მუ­შებს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ­მა ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­ლი ღვი­ნის მა­გის­ტრი სარა ებო­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ, ღვი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი ქეთ ლო­მაქ­სი, მე­გან კლარ­კი, მეგი მა­კ­ფერ­სო­ნი და კრის­ტელ გილ­ბერ­ტი, უფ­რო­სი სო­მე­ლიე სალ­ვა­ტო­რე კას­ტა­ნო. წარ­მოდ­გე­ნილ ღვი­ნის ნი­მუ­შებს IWSC -ის ჟი­უ­რის ად­გი­ლობ­რი­ვი მსა­ჯე­ბიც აფა­სებ­დნენ. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ანა გო­დაბ­რე­ლი­ძე, გი­ორ­გი და­ქიშ­ვი­ლი, ლადო უზუ­ნაშ­ვი­ლი, და­ვით ჩი­ჩუა, ჯაბა ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი, მაგ­და სურ­გუ­ლა­ძე, პატ­რიკ ჰო­ნე­ფი, გი­ორ­გი სა­მა­ნიშ­ვი­ლი, შალ­ვა ჯა­ფა­რი­ძე, რეზი ცე­ცხლა­ძე, ზვი­ად ლო­ლა­ძე, კახა ჭო­ტი­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ჩო­ლო­ბარ­გია და ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მე­ხუზ­ლა შე­დი­ოდ­ნენ.„სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად 10 წლის წინ ვეს­ტუმ­რე, ქარ­თულ­მა ღვი­ნომ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­პყრო ჩემი გული, რად­გან ის სავ­სეა ში­ნა­არ­სით, რო­მე­ლიც ქარ­თულ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას გად­მოს­ცემს. წლე­ბია ვაკ­ვირ­დე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი და რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. მე ბრი­ტა­ნეთ­ში ვახ­დენ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. 2017 წელს ღვი­ნის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ი­წყო ინ­ვეს­ტი­ცია ბრი­ტა­ნეთ­ში, რა­მაც 10-ჯერ გა­ზარ­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექპორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­ა­გენ­ტო აძ­ლევს ქარ­თულ ღვი­ნოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის შანსს.


image

კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას დავ­რწმუნ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბი­ცია, რომ ის ოპე­რი­რებ­დეს სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ე­ბის ბა­ზარ­ზე, რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლო­საა. ჩვენ გვსურს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მსოფ­ლიო ღვი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ კონ­კურ­სზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი ღვი­ნო. მე­და­ლო­სა­ნი ღვი­ნო­ე­ბის ხა­რის­ხი და ტექ­ნი­კუ­რი დახ­ვე­წი­ლო­ბა ისე­თი­ვე იყო, რო­გორც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ღვი­ნის რე­გი­ო­ნებ­ში: იტა­ლია, ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი და სხვა. თქვე­ნი ძალა სწო­რედ, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია, “ - აღ­ნიშ­ნა სარა ებო­ტიმ.


მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში ქარ­თველ მეღ­ვი­ნე­ებს გა­მორ­ჩე­ულ­მა ბრი­ტა­ნელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს - იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად შე­ფას­დეს ღვი­ნო და გა­მო­იკ­ვე­თოს მისი ნამ­დვი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, საკ­მა­რი­სი დრო უნდა და­ეთ­მოს მის გა­სინ­ჯვას - და­გე­მოვ­ნე­ბას. ექ­სპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილ­დოს მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის და სწო­რედ ეს ფაქ­ტი ანი­ჭებს ჯილ­დოს მნიშ­ვნე­ლო­ბას. კონ­კურსს ჰყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კი - მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩა, რად­გან ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­გან ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი ელის.

image

„ქვეყ­ნის ფარ­გლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ეს არის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უპ­რე­ცენ­დენ­ტო შან­სი ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის მარ­ნე­ბის­თვის. კონ­კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა აი­სა­ხა სწო­რედ იმ აქ­ტი­ვო­ბა­ში, რაც და­ფიქ­სირ­და რე­გის­ტრა­ცი­ი­სას. IWSC-ის მიერ შე­ფა­სე­ბულ ღვი­ნო­ებს უყუ­რებს მთე­ლი მსოფ­ლიო, მათ შო­რის, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ბა­ი­ე­რე­ბი. კონ­კურ­სის შე­დე­გებ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ბოლო წლებ­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნო იმ­კვიდ­რებს თა­ვის ად­გილს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე, ჩვენ გვჭირ­დე­ბა კი­დევ ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კონ­კურ­სი და კი­დევ მეტი წარ­მა­ტე­ბა, “ - კონ­კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მა­ტე­ბა­ზე სა­უბ­რობს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი.


„კონ­კურ­სი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის მარ­ნე­ბი. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნო­ე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მრა­ვა­ლი მათ­გა­ნი ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ეს შე­სა­ბა­მი­სად, შე­დეგ­ზეც აი­სა­ხა. ჟი­უ­რის, რო­მე­ლიც ქარ­თულ ღვი­ნოს აფა­სებ­და მსოფ­ლიო დო­ნის მეღ­ვი­ნე­ე­ბი, სო­მე­ლი­ე­ე­ბი და ბა­ი­ე­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. ამ დო­ნის კონ­კურ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა, ხელს შე­უ­წყობს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გას­ვლას. მე­და­ლო­სა­ნი ღვი­ნო კი, წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნეს­თვის, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ყიდ­ვე­ბი გა­ზარ­დოს, “ - გან­მარ­ტავს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მე­ხუზ­ლა.

image

“საწ­ნა­ხე­ლის” კახა ჭო­ტი­აშ­ვი­ლი, მეღ­ვი­ნე აღ­ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში: “პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე­თი დო­ნის კონ­კურ­სე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტარ­დე­ბა, ეს ძა­ლი­ან დიდ შანსს აძ­ლევს მე­წარ­მე­ებს და გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ პა­ტა­რა მარ­ნებს, რო­გო­რიც ჩვენ ვართ. ეს შან­სია, რომ ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სა და მარ­ნე­ბის შე­სა­ხებ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გოს”.


სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, ხოლო კონ­კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ღვი­ნის დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.





1
214
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
214
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1