x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მეზიზღება, არის დედამიწის სირცხვილი! ღმერთო მომასწარი განადგურებას!“ - ნიკოლოზ რაჭველი
image

.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება რუსულ ოკუპაციას.

.


ნიკოლოზ რაჭველი ამჯერად საკმაოდ მკაცრია მისსავე შეფასებებში და საკმაოდ მწვავე მოსაზრებას ღიად აფიქსირებს. როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, რუსეთი რომ სახელმწიფოა, არის დედამიწის როგორც სირცხვილი, ასევე მსოფლიო სამყაროს „დიპლომატიის“ ბრალიც.

.

"მეზიზღება რუსეთი, როგორც სახელმწიფო!!! ეს არის დედამიწის როგორც სირცხვილი, ასევე მსოფლიო სამყაროს „დიპლომატიის“ ბრალიც!!! ღმერთო მომასწარი რუსეთის, როგორც იმპერიის განადგურებას... ჩემ რუს მეგობრებს, მეტწილად მუსიკოსებს, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მათთვისაც უკეთესი იქნება ჩემი სანუკვარი ოცნების ასრულება!!!!

,

ხერსონის მუსიკალური თეატრის მთავარმა დირიჟორმა იური კერპატენკომ მტკიცე უარი განუცხადა ოკუპანტებს ჩაეტარებინა მათთვის კონცერტები და ეთანამშრომლა რუსულ მხარესთან, რის გამოც იგი თავისივე სახლში დახვრიტეს… ვუთანაგრძნობ უკრაინის მუსიკალურ საზოგადოებას და ამავდროულად კიდევ ერთხელ ვუთვლი მათ, რომ ისინი წარმოადგენენ გმირებით სავსე ქვეყანას, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს!!!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
2
1221
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1221
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 ოქტომბერი, 9:21
ეჰ ნიკა,არავინ გითხრა რო მსოფლიო ეგეთია. საქართველოც ეგეთი იქნებოდა,თუ რუსეთის ძალა და ფინანსები ექნებოდა. ეგ ძალა მოგვცა,რაც რუსეთს აქვს და ხვალვე შევალთ აზერბაიჯანის,სომხეთის,თურქეთი და რუსეთის მიწების დასაპყრობად. ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა თქვა,"ძალაუფლება რყვნის,აბსოლიტური ძალაუფლება რყვნის აბსოლიტურად". ეს სჭირს რუსეთს და არა მარტო,აქვთ ძალა და ატრაკებენ. მაკედონელსაც ერჩოდა ძალა,რომაელ გენერლებსაც,არაბებსაც,სპარსელებსაც,თურქებსაც და მონღოლებსაც. ნაპოლეონიც არ უნდა დავივიწყოთ აქვე და არც ჰიტლერი ბიძია,ვისაც ძალა აქვს იმას ერჩის. აქ რუსეთი არ არის მთავარი სიბოროტე,ადამიანია და მისი ეგო სიბოროტე,ეგეთი რუსეთები ბევრი იყო ისტორიაში. დღეს რუსეთია გინების ობიექტი,რაც ლოგიკურია,მაგრამ რუსეთის დაცემა სხვა რუსეთს გამოაჩენს,რადგან ასეთია ადამიანთა ბუნება. მე არ მსურს რუსეთის მთლიანი განადგურება,მან უნდა შეინარჩუნოს გარკვეული ძალა,რათა შემაკავებელი ეფექტი ქონდეს. მუსიკას მიაწექი ნიკოლოზ,არაა შენი საქმე გეოპოლიტიკური სიტუაციების შეფასება და ვერც აფასებ. თან სიძულვილს კარგი არავისთვის მოუტანია და არც შენ მოგიტანს. რაც შეეხება იმ უკრაინელ მუსიკოსს,ომია და ომში ადამიანები იხოცებიან,ეს ხან მუსიკოსია,ხან ჯარისკაცი,ხან მებაღე და ხან ბავშვი. რეაოლბა არის ასეთი და კაცობრიობამ ვერ მოახერხა ამის არ დაშვება,რადგან ესეთია თვითონ და აკეთებს იმას რაც იცის.
0 1 2