x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მეზიზღება, არის დედამიწის სირცხვილი! ღმერთო მომასწარი განადგურებას!“ - ნიკოლოზ რაჭველი
image

.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება რუსულ ოკუპაციას.

.


ნიკოლოზ რაჭველი ამჯერად საკმაოდ მკაცრია მისსავე შეფასებებში და საკმაოდ მწვავე მოსაზრებას ღიად აფიქსირებს. როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, რუსეთი რომ სახელმწიფოა, არის დედამიწის როგორც სირცხვილი, ასევე მსოფლიო სამყაროს „დიპლომატიის“ ბრალიც.

.

"მეზიზღება რუსეთი, როგორც სახელმწიფო!!! ეს არის დედამიწის როგორც სირცხვილი, ასევე მსოფლიო სამყაროს „დიპლომატიის“ ბრალიც!!! ღმერთო მომასწარი რუსეთის, როგორც იმპერიის განადგურებას... ჩემ რუს მეგობრებს, მეტწილად მუსიკოსებს, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მათთვისაც უკეთესი იქნება ჩემი სანუკვარი ოცნების ასრულება!!!!

,

ხერსონის მუსიკალური თეატრის მთავარმა დირიჟორმა იური კერპატენკომ მტკიცე უარი განუცხადა ოკუპანტებს ჩაეტარებინა მათთვის კონცერტები და ეთანამშრომლა რუსულ მხარესთან, რის გამოც იგი თავისივე სახლში დახვრიტეს…
ვუთანაგრძნობ უკრაინის მუსიკალურ საზოგადოებას და ამავდროულად კიდევ ერთხელ ვუთვლი მათ, რომ ისინი წარმოადგენენ გმირებით სავსე ქვეყანას, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს!!!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
0
346
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0