x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ის ხომ შიშველია" - ემილი რატაკოვსკი "უხილავი" კაბით გამოჩნდა (ფოტოები)
image

როგორც ჩანს 31 წლის მოდელს მოდელს ემილი რატაკოსვკის ეხერხება ეპატაჟური გამოხტომები და განქორწინების შემდეგაც მოწყენილი ნამდვილად არ ჩანს.


ამერიკელი მოდელი სულ უფრო ხშირად სტუმრობს სხვადასხვა წვეულებებს, სადაც ცდილობს ყველა დამსწრე დაჩრდილოს ექსტრავაგანტული კოსტიუმებით.


ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც კი ემილი მიდრეკილია მაქსიმალურად გამოამზეუროს თავისი სხეული, ხოლო რაიმე წვეულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.



მორიგ ჯერზე გამო ემილი რატაკოვსკიმ ბადისებრი გამოსასვლელი კაბა აირჩია, რომელიც გარედან უხილავი ჩანს.

image

ამ გამჭვირვალე სამოსის ქვეშ ვარსკვლავს ატლასის საცვლები აცვია.


მოდელი ღონისძიებაზე ფოტოგრაფების წინ დიდი ენთუზიაზით პოზირებდა და კამერას მისი ფიგურის ყველა კუთხით დაფიქსირების საშუალება მისცა.


”და ის ხომ შიშველია! ძალიან პროვოკაციულია, ”- გაოცებული დარჩნენ მოდელის თაყვანისმცემლები.

image

ამავდროულად, მომხმარებლებმა პატივი მიაგეს ემილის და შეთანმდნენ, რომ მან იცის როგორ "გაშიშვლდეს ვულგარულობის გარეშე".


მომხმარებლებმა ასევე აღნიშნეს რატაკოვსკის სხეულის შეუდარებელი ფორმები და დაასკვნეს, რომ ასეთი ფიგურით და შიშველი სიარული ცოდვა არ არის.

image

მოდელი და მსახიობი ემილი რატაკოვსკი დაიბად 1991 წლის 7 ივნისს ლონდონში და გაიზარდა სან-დიეგოში. პირველად გამოჩნდა 2012 წელს, ეროტიული ჟურნალი „treats!“-ის მარტის თვის გარეკანზე. ამის შემდეგ იგი გამოჩნდა ორ მუსიკალურ კლიპში, რობინ ტიკის „Blurred Lines“-სა და „Maroon 5“-ის „Love Somebody“-ში.


მოდელის კარიერა დაიწყო 2004 წელს. რატაკოვსკი 2014 და 2015 წლებში ზედიზედ ორჯერ გამოჩნდა „Sports Illustrated swimsuit issues“-ში. მისი დებიუტი პოდიუმზე შედგა მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე, 2015 წლის ნიუ-იორკის ფეშენ-ვიკზე. ამის შემდეგ პარიზის ფეშენ-ვიკზე გამოვიდა Miu Miu-სთვის და მილანის ფეშენ-ვიკზე ბოტეგა ვენეტას კოლექციის ჩვენებაზე, Dolce & Gabbana-სა და Versace-სათვის. რატაკოვსკი გამოჩნდა „Buick Super Bowl commercial“-ის „Super Bowl 50“-ის ფარგლებში (2016), და ამის შემდეგ ის გახდა არაერთი ბრენდის სპიკერი, ისეთების როგორიცაა DKNY, The Frye Company, Kerastase, Paco Rabanne, და DL1961.


რატაკოვსკიმ სამსახიობო კარიერა ბავშვობაში, ქალაქ სან-დიეგოში დაიწყო, მანამდე სანამ ის მიიღებდა როლს „Nickelodeon“-ის სერიალში „iCarly“ (2009–2010). მისი დებიუტი მხატვრულ ფილმში შედგა 2014 წელს ბენ აფლეკის ფილმში „Gone Girl“. მან შეასრულა ენდი ფიცჯერალდის როლი. მისი სხვა როლებიდან გამოსარჩევია ფილმები „Entourage“ (2015), „We Are Your Friends“ (2015), „I Feel Pretty“ (2018) და „Welcome Home“ (2018), მან აგრეთვე ითამაშა მინისერიალში „The Spoils Before Dying“ (2015) და ანთოლოგიურ სერიალში „Easy“ (2016). რატაკოვსკი აქტიურად ადვოკატირებს ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს და არის „Planned Parenthood“-ის სპიკერი. იგი თავის თავს ახასიათებს როგორც ფემინისტს, მან მიიღო კრიტიკა და მხარდაჭერა სექსუალურ გამოხატვაზე თავისი მოსაზრების გამო.

0
279
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0