x
image
alex999
Mediator image
Სემირამიდას (ბაბილონის) კიდური ბაღები - მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ - ერთი
სემირამიდას დაკიდებული ბაღები - მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. ნაბუქოდონოსორ II - ის მეფობის დროს, ძვ.წ. (604-562) ბაბილონის სამეფო უფრო გაძლიერდა, გაფართოვდა მისი საზღვრები. ძველი ქალაქი ბაბილონი გამშვენდა ახალი ტაძრებით, სასახლეებით, ბრინჯაოს კარიბჭეებით, დაკიდებული ბაღებით. აი, ეს დაკიდებული ბაღები მიიჩნიეს ანტიკურ ხანაში სამყაროს მეორე საოცრებად, რომლის მსგავსი ნაგებობა მთელ მსოფლიოში არ არსებობდა.


image




სხვადასხვა ისტორიული ცნობისა თუ გამოცემის მიხედვით ნაბუქოდონოსორ II-მ და მიდიის მეფემ საიქსერესმა კავშირი შეჰკრეს და ასირიის დედაქალი ნინევია დააქციეს. შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ცოლად შეირთო თავისი მოკავშირის სიაქსერესის ასული ულამაზესი სემირამიდა.


image





ბაბილონში დაბრუნებულმა ნაბუქოდონოსორმა დაინახა, რომ სემირამიდამ მოიწყინა. მიდიელთა სამეფო მთაგორიანი, აყვავებული ქვეყანა იყო, ბაბილონი კი - ცხელი, სიგრილესა და ჩრდილს მოკლებული, ვაკეზე გაშენებული ქალაქი. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, საყვარელი მეუღლისათვის ისეთი გარემო შეექმნა, როგორიც მას სამშობლოში ჰქონდა. ამ მიზნით თავისი სასახლის გვერდით ქ. ბაბილონის ჩრდილოეთ ნაწილში დაკიდებული ბაღები გააშენა. რას ნიშნავს დაკიდებული?


image

დაკიდებული ბაღებს იმიტომ შეერქვა, რომ მიწის ზემოთ, ხელოვნურად გაკეთებულ ფართო ტერასებზე იყო გაშენებული და ისე მსუბუქი და ნატიფი გახლდათ, გეგონებოდათ, ჰაერში ჰკიდიაო. ტერასები საფეხურებად მიიწევდა მაღლა და ეყრდნობოდა მძიმე თაღებს, რომლებსაც 25მ სიმაღლის აგურის სვეტები ჰქონდა შედგმული. ტერასებს ქმნიდა ერთიანი ქვის ლოდები. ლოდებს დააფარეს ლელქაში და მოასხეს ასფალტი. შემდეგ ორ ფენად მოაგეს აგურები. აგურები ჩაკირეს, შეადუღაბს თაბაშირით და დაფარეს ტყვიის ფირფიტებით, რათა წყალს ქვედა სართულებში არ ჩაეჟონა. აე წარმოქმნილ ტერასებს დააყარეს ნოყიერი მიწის სქელი ფენა, რომელიც საკმარისი იყო ყველაზე დიდი ხეების გასახარებლად.


image



ტერასები ერთმანეთს უერთდებოდა ფართ კიბეებით. მათ საფეხურებზე თეთრი და ვარდისფერი გახეხილი ფილები იყო მოგებული.


ნაგებობის ქვედა ნაწილებში გამართეს დიდი პალატები, რომლებშიც შუა ზაფხულშიც გრილოდა, ვინაიდან მათ ფანჯრებს ფარდების მსგავსად ეფარებოდა სარწყავი წყლის ჩქერალები. ამ პალატებში ცხოვრობდნენ დედოფალი და მეფე, რომელთაც უკვე მესოპოტამიური ზაფხულის ხვატი არ აწუხებდათ.



image



ტერასებზე დარგეს ათასგვარი ხე, პალმა, ყვავილი, მათ ევფრატიდან ჰიდრავლიკური მოწყობილობით მოწოდებული წყლით რწყავდნენ.

ამ პალატებში გარდაიცვალა 33 წლის ალექსანდრე მაკედონელი, რომელმაც ძვ.წ. 323წ. დაიპყრო ბაბილონი და აპირებდა იგი თავისი უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქად ექცია.

ახალგაზრდა დამპყრობელი ზაფხულში უეცრად ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. სიცხემ რომ ძალიან შეაწუხა, ბრძანა, თავისი ლოგინი მეფის სასახლიდან დაკიდებულ ბაღებში გადაეტანათ. ამ ბაღების ქვედა ტერასაზე უნდოდა, თავი დაეხსნა საშინელი სიცხისგან, მაგრამ ბაღების სიგრილემ ვერ უშველა და სული განუტევა.



image














3
28
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
28
  
13 მარტი, 16:19
ეჰ, თვეზე მეტია სულს ღაფავს საიტი და იქნებ დროულად უმკურნალონ.
13 მარტი, 15:29
მაკო არარის ეს დაბრუნება? ღირს რომ?
11 მარტი, 21:30
ალექს, დაბრუნებას გილოცავ
0 1 3