x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„რატო უნდება ქართველ ქალს 2 წელი სექსზე დათანხმება, უცხოელს 1 საათი?“ - კესარია აბრამიძე
image


მოდელი კესარია აბრამიძე სოცქსელში წერს:

„რატო უნდება ქართველ ქალს 2 წელი და უფრო მეტი სექსზე დათანხმების და უცხოელს თუნდაც ერთი საათი? ყველაფერი სექსუალური გაუნათლებლობისაგან გამომდინარეობს. უცხოელმა იცის, რომ სექსი სასიამოვნოა. სიამოვნებას კი არანაირი ვალდებულებები არ უნდა ახლდეს თან. მისთვის სქესობრივი კავშირი აუცილებლად პარტნიორზე დაოჯახებას არ ნიშნავს. უმრავლეს ქვეყნებში ქალი ირჩევს პარტნიორს. აქ კი არჩევანი მამაკაცზეა. ქალების უმრავლესობა ყოველ ღონეს იყენებს პარტნიორის შესანარჩუნებლად. ამისათვის საუკეთესო გამოსავალი მასზე დაოჯახებაა. ჩვენთან უმრავლესობა დამახინჯებული სტერეოტიპების ტყვეობაშია. ბევრისათვის ქორწინებამდე სექსის შეთავაზება შეურაცხმყოფელი და არასერიოზულია. ესაა არასწორი აღზრდის მახინჯი წარმონაქმნი. რა საკვირველია, გადაწყვეტილებას ყველა თვითონ უნდა იღებდეს. თუ არ გსურს, ნუ გექნება სექსი, მაგრამ რომ გსურს და ის გადარდებს, ვინ რას იტყვის და იფიქრებს შენზე, ესაა შინაგანი თავისუფლების არქონა და დიდი ალბათობით, სტრესის საწყისი. სექსი არაა სირცხვილი. ვისაც სურს რომ დაკავდეს, სასურველ მეწყვილესთან სექსით. ვისიამოვნოთ ახლა, დაე, ხვალემ იკითხოს ხვალისა! ისე ვიცხოვროთ, როგორც გვსურს.ვიღაც არამკითხე მოამბე რას იტყვის და რას იფიქრებს, რატომ უნდა გვანაღვლებდეს, როცა სრულწლოვანი ხარ, შენი პირადი ცხოვრება მხოლოდ შენია.“

.

საშუალოსტატისტიკური სქესობრივი აქტი გრძელდება 3, 5 წთ-ის მანძილზე. ქალს ორგაზმის მისაღწევად სჭირდება 15 წუთი. შესაბამისად, ქალების უმრავლესობა რჩება დაუკმაყოფილებელი და ამას ითმენენ და დუმან! ამიტომაა აუცილებელი პრელუდია ანუ წინა სასიყვარულო ალერსი, 10-15 წუთის განმავლობაში მაინც. სექსში ისე თუ ჩქარობ, თითქოს თვითმფრინავის რეისზე გაგვიანდებოდეს, ეს სიამოვნება კი არა, რუტინული მოვალეობაა.
.
რატომ ხუჭავენ თვალებს კოცნისას?
უმრავლესობა კოცნისას, ალერსისას, მასაჟის გაკეთებისას ან სექსის პროცესში თვალებს ხუჭავს. ამისი მიზეზი სიამოვნებაა. როცა თვალებს ვხუჭავთ, მთელი კონცენტრაცია კოცნაზე, ალერსზე, მასაჟის კეთებასა ან სექსზეა მიმართული. ამიტომ სიამოვნება პიკს აღწევს. თვალების დახუჭვა საუცხოო მანიშნებელია იმისა, რომ პარტნიორმა და ჩვენც განვსაზღვროთ სიამოვნების ხარისხი. როცა სხვა რამეზე ვართ გონებით გადართული, ვერ მოვდუნდებით, ვერ განვიტვირთებით, სიამოვნებასაც ვერ შევიგრძნობთ. დავხუჭოთ თვალები! მივენდოთ სიამოვნების ტალღებს! ჩავიძიროთ ემოციების ზღვაში! -- წერს კესარია აბრამიძე.
.

0
481
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0