x
image
ქეთეონე
"დანაშაული ჩადენილია, ზუსტად ვინ ჩაიდინა უნდა დაადგინოს სამართლებრივმა სისტემამ"- ელენე ხოშტარია

image



პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალური პლატფორმის მეშვეობით ეხმაურება ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელიც გუშინ მოხდა.


მოგეხსენებათ, გუშინ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ერთი გოგონა გარდაიცვალა.



ელენე ხოშტარია მისი განცხადების მეშვეობით საუბრობს გარკვეულ ვალდებულებებსა და მოვალეობებზე, რომელიც ქალაქის მერსა და ზოგადად საზოგადოებას აკისრია.


გთავაზობთ მას:



"არსებობს დანაშაული და პასუხისმგებლობა.


დანაშაული ჩადენილია, ზუსტად ვინ ჩაიდინა უნდა დაადგინოს სამართლებრივმა სისტემამ (რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოშლილია)


პასუხისმგებლობა არსებობს პოლიტიკური, სამოქალაქო და მორალური.


პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, მიუხედავად იმისა ის ამას აღიარებს თუ არა


სამოქალაქო პასუხიმსგებლობა გვაკისრია ჩვენ ყველას, ჩვენი წარსული ან კონფორმიზმით ან პასიურობით ან აქტიური თანამონაეილეობით. ასეთი მთავრობის ყოლა ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა. ზოგის მეტად ზოგის ნაკლებად. ასევე ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა არ გავჩერდეთ და არ შევეგუოთ. ლუკა სირაძის ან ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბოლომდე რომ გვებრძოლა ეგებ სხვანაირად ყოფილიყო საქმე?


არსებობს კიდევ მორალური პასუხისმგებლობა, სადაც მსაჯული შენი შინაგანი ხმაა. რაც გინდა პოზა დავიჭიროთ დღეს, ეგ მაინც გამოგეკიდება სულ და გაგიმწარებს ცხოვრებას.


რაც უფრო დიდი ხანი და რაც უფრო მეტი ადამიანი გაექცევა ამ პასუხისმგებლობებს და დანაშაულს, მით მეტი უბედურება დაგვატყდება თავს".

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0