x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გავიგეთ ის, რაც არ უნდა ვიცოდეთ! რატომ არავინ აპროტესტებს?" - რას წერს თენგო გოგოტიშვილი

image


"მთავარი არხის" ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, მოდელისა და ინფლუენსერის, ნეკა დოროყაშვილის მორიგ სკანდალურ სასამართლო პროცესს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პროცესის დახურვას და ამ "უბედურების" შიგნით გარჩევას ითხოვს:


"მგონი 3 წელია, გრძელდება ბასილაშვილ-დოროყაშვილის ამბების გარჩევა საჯაროდ. ბინძური თეთრეულის გამოფენა, წყევლა და კრულვა.


გავიგეთ ყველაფერი, რაც კი ცოლ-ქმარს, დედამთილ-რძალს, სიძე-სიმამრს შორის მომხდარა.


გავიგეთ ის, რაც არ უნდა ვიცოდეთ!


რისთვის?


ჟურნალისტები სვავები არიან. კაი.


მაგრამ მთელი ეს წლებია, ველოდები, რომ ვინმეს გაახსენდება ამ წყვილის შვილი და დღეს არა ხვალ გამოჩნდება რომელიმე NGO, რომელიც იტყვის – ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოდი, დავხუროთ პროცესი. არ ვასმენინოთ ბავშვსა და საზოგადოებას, როგორ აგინებდნენ ერთმანეთს მშობლები, როგორც სცემდნენ, როგორ იწერდნენ ვიდეოკადრებსა და აუდიოფაილებს.


რატომ არავის არ ახსენდება ეს ბავშვი და მისი ინტერესები? საბავშვო ბაღსა და სკოლაში რომ არ ასცდება დაცინვა და შეურაცხყოფა, ხომ გასაგებია? აბა, რატომ ვქექავთ ამდენ ბინძურ თეთრეულს ასე საჯაროდ და რატომ არავინ აპროტესტებს?


არ მინდა დავიჯერო, რომ ესაა ნეკა დოროყაშვილის გამარჯვების სტრაგეგია – მთელმა დუნიამ გაიგოს და ილაპარაკოს, რა საშინელი ქმარი და მამა ყოფილა ეს ბასილაშვილი!


დახურეთ პროცესი და შიგნით არჩიეთ ეს უბედურება!"- წერს თენგო გოგოტიშვილი.





0
306
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
306