x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვიცი ვინც ხართ ამის მკადრებლები და გარწმუნებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ! - ვის მიმართავს დავით ოქიტაშვილი

image


"ამაზრზენია როცა ადამიანები, სხვის მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეზე ხელს ითბობენ და ჩრდილს აყენებენ კეთილ წამოწყებებს!!"- ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში, სადაც 11 ოქტომბერს კლუბ "ანდერვილში" მათ მიერ დაგეგმილი ივენთის მოსაწვევებს, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტებს უსასყიდლოდ დაურიგდათ ადამინთა ჯგუფი 50 ლარად ყიდის:


"ამაზრზენია როცა ადამიანები, სხვის მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეზე ხელს ითბობენ და ჩრდილს აყენებენ კეთილ წამოწყებებს!!


ახლა შემატყობინეს, რომ საქართთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირაპირედ მდებარე სუპერ მარკეტის წინ ნაძირლების ჯგუფი, 50ლარად ყიდიან 11ოქტომბერს, კლუბ ანდერვილში ჩვენს მიერ მოწყობილი ივენთის მოსაწვევებს.


ყველას მოგმართავთ-ეს მოსაწვევები სრულიად უსასყიდლოდ დაურიგდათ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობას. თუ ვინმე სტუდენტი სურვილს გამოთქვამს ამ ღონისძიებაზე დასწრებაზე და შეესწრება ამ უმსგავსო ფაქტს დაუყონებლივ მომართედ მე.


ვიცი ვინც ხართ ამის მკადრებლები და გარწმუნებთ საკადრის პასუხს მიიღებთ!" - წერს ოქიტაშვილი.



0
620
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
620