x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალბატონი თაკო ჩარკვიანი არ უნდა ლანძღავდეს ისეთ პირებს, ვინც ერთგულების ფასი იცის
image ქათულ პოლიტიკაში ოპოზიციური სპექტრი ლამის აგონიამდე რომაა მისული უჩემოდაც იცით, ხმა არ მოგვცესო ყველა გაიძახის.


მამახონებულო როგორ მოგცენ ხმა როცა პარტიიდან პარტიაში გადარბიხართ, პოზიციების შემცვლელი სნაიპერივით? სნაიპერი საქმეს აკეთებს, თქვენგან რა ხეირი?


ახლა განსაკუთრებით აქტიურობს ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც "აბჯარი აისხა, ხმალი იშიშვლა და მომყევითო" გაიძახის, მაგრამ არ მიყვებიან, რადგან სულ რამდენიმე წლის წინ ამ ქალბატონის ოჯახი ივანიშვილის დოტაციაზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი თაკო და მისი მეუღლე თუ მათ ქონებრივ მდგომარეობას გადავხედავთ ოფიციალური მილიონერები არიან.
"პოლიტიკა ლავირების ხელოვნებააო"-თქვა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა, მაგრამ სანამ ქალბატონი თაკო ამ ხელოვნებას ეზიარება, უკვე ღრმა სიბერეში შეაბიჯებს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს).


"რუსთაველზე ლეიბები მივიტანოთ და იქ წამოვწვეთ"-ო რომ იტყვი, პოლიტიკა არაა შენი საქმე და იმ საქმეს უნდა მიხედო რომელიც მეტნაკლებად გესმის.
ვინც ახლოს მიცნობს კარგად იცის სრულიად აპოლიტიკური რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაშ რამ მაიძულა დამეწერა ეს სტატია?



ქალბატონმა თაკომ გამოაქვეყნა ზუგდიდის საკრებულოს წევრის, ლაშა ბეჭვაიასთან მიმოწერა, სადაც მას მიშას ღალატში დებს ბრალს და საკრებულოში მოხვედრასაც პარტიის დამსახურებად თვლის.


თან ნიკანორ მელიას მხურვალე მხარდამჭერად გამოჰყავს. მე არ ვიცი ბეჭვაიასა და მელიას როგორი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ კარგად ვიცი, როგორც ზუგდიდელმა ვინაა ლაშა ბეჭვაია.


ესეც სქრინი


image
თავიდანვე გასაგები რომ იყოს, არანაირი სახის ურთიერთობა და კავშირი ბეჭვაიასთან არა მაქვს, უბრალოდ ქალბატონ თაკოზე და მის სტატუსზე ამ კაცის მისამართით "მოღლიცინეებზე
ათასჯერ უკეთესად ვიცნობ ამ კაცს. ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიის ოფიცერი, აფხაზეთის ომის მონაწილე, მე გავიცანი როცა ის სამხედრო პოლიციაში მუშაობდა, მუშაობდა და თან წარმატებულადაც.
შემდეგ უკვე როცა სააკაშვილი მოვიდა პოლიტიკაში გახდა მისი უერთგულესი მხარდამჭერი, მის სოფელ შამგონაში (სწორედ ამ სოფლის გავლით გადავდიოდით სეპარატისტულ აფხაზეთში ქართველი და არა მარტო ქართველი პარტიზანები) მალევე მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი, რაც არჩევნებმაც დაადასტურა და ეს პიროვნება ნაციონალურმა მოძრაობამ სოფლის გამგებლად დანიშნა, არცერთი ჩავარდნა, არცერთი მომდურავი სოფელში-ეს მის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს.
სისტემის შეცვლის მერე როცა ბევრის ოჯახის წევრი წამალზე "შემჯდარი" ვიღაცეებს უმღეროდა, ეს კაცი სოფელში ხალხს აგროვებდა და წინა ხელისუფლებას ღია მხარდაჭერას უცხადებდა.
პარტიამ აგირჩიაო-საყვედურობს ქალბატონი თაკო, პარტია პირწმინდად წააგებდა არჩევნებს შამგონა-ახალ აბასთუმანში (მგონი ამ სოფლებს წარმოადგენს ეს პიროვნება საკრებულოში), რომ არა ლაშას ავტორიტეტი ამ სოფლებში.
არ ვიცი მიშასთან რა დამოკიდებულება აქვს ლაშას, მაგრამ კორუმპირებულს ვერავინ დაუძახებს.
ჩამოდით ქალბატონო თაკო ზუგდიდში, მერე შამგონაში და იკითხეთ მაინც ვინაა ეს კაცი.
მე ვიცი, ვერ გაბედავთ რადგან ინტრიგანს დაგიძახებენ და ბევრ რამესაც წამოგაძახებენ პოლიტიკური "მოღვაწეობიდან", თუნდაც ამას.


0
185
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
185