x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბო*ად ვითვლებოდი, "ვარცხვენდი" "ქართუს" და "ჩრდილს ვაყენებდი" "ოცნების" "იმიჯს’"- რას წერს იუნა შაფათავა

image


ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა ქართულ საზოგადოებაში მიღებულ არასწორ არქაულ სტერეოტიპებზე ვრცელ პოსტს ავრცელებს და ამერიკელებსა და ქართველებს შორის არსებულ მენტალურ განსხვავებასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს:


"მინდა გაცინოთ ქართულ საზოგადოებაში მიღებულ არასწორ არქაულ სტერეოტიპებზე))) მოკლედ, ინდოეთი რომ მიყვარს ხომ იცით, განსაკუთრებულად, თან ბოლივუდის მუსიკალური კლიპის შემდეგ, რომ ვითამაშე, თამარ ივერმა რომ პორნოგრაფია დააბრალა და იმ ისტორიულ მუსიკალურ ვიდეოს ალი ფაზალთან ერთად მილიონობით ნახვა რომ აქვს, მას შემდეგ, ხომ საერთოდ...


გუშინწინ Queensში ვმუშაობდი და რომ მოვრჩი, ყავის დასალევ ადგილს ვეძებდი და გადავაწყდი ხნით ხელების და ფეხების მოხატვას. რატომღაც აქამდე არ მიცდია და გავიკეთე ჯერ ხელზე, მერე ფეხზეც, სამაჯურად)) ამ წლამდე დრო არ მქონია, წესიერად ცხოვრებისთვის.


მეორე დღეს ისევ Queensში ვმუშაობდი და თანამშრომელი ინდოელი იყო, როგორ მიყვარს ინდოეთი და თქვენი კულტურა, ვგიჟდები მეთქი! ხოო, შევამჩნიე, ხელზე ხნა და სად გაიკეთე, მინდოდა მეკითხაო? (კაცია, თან, ფსიქოლოგიის დოქტორი, ექიმია, მენტალურ დაავადებათა ცენტრია) და ვუთხარი…


დღეს ფილადელფიაში სასამართლოში ვმუშაობდი და მოსამართლის გვერდით, მარცხენა მხარეს ვიჯექი, მარჯვნიდან შემომხედა ხელზე, ჩემი მარჯვენა ხელია მოხატული- გაიღიმა, მიცნობს გვიმუშავია ერთად, აქამდე ეს არ მქონია, ვიჭორავეთ ცოტა და მოვუყევი ეს ამბავი, ქვემოთ რასაც ვწერ, სიცილად არ ეყო…

….

ჩემ დას, დეას, თბილისში, წლების წინ, მაშა სადღაც გამოფენაზე ჰყავდა, და დეამ ხელი მოიხატა ხნით და ქართუში რომ მივიდა, სადაც ოფისი ჰქონდა, ქართუ ბანკის დირექტორმა, ტვ პირველზე ინტელექტ და პრ კულტურა გაბრწყინებულმა ნატო ხაინდრავამ (მადლობა ტვ პირველს, იდეალური spotlight იყო!) კოჭები შეიკრა და მკაცრად ‘უბრძანა’: არავის უთხრა, ქართუში რომ მუშაობ!!!


დეა მაშინ იყო შოკში, მე კი გამეცინა- გეგონება, ნახევარი საქართველო დეას არ დასდევდა, არ იცოდნენ, ვისთან მუშაობდა, ნატომ რომ მისი ‘უფროსობა’ შეიფერა და სრულ დისკრიმინაციას უწევდა, როცა მოეპრიანებოდა და საჭიროდ ჩათვლიდა….. სხვაობა მენტალობაში და დონეში…


რომ კითხულობთ, გოიმობა რას ნიშნავს, გპასუხობთ: როცა ხარ იქ, სადაც არ გეკუთვნის და მწირი ინტელექტუალური რესურსით (თუ რესურსის არ ქონით) შეუფერებლად იქცევი (გოიმ- ივრითი- ნიშნავს -უცხო, ანუ შეუფერებელი, გარკვეულ კონტექსტში, чужой)


.. ამ შემთხვევაში- არ გეკუთვნის, მაგრამ ავრორამ გაისროლა სოლოლაკის მთაზე შენთვის და ვისი გშურდა, ვერ ეწეოდი და ვერ დაეწევი, შენს ხელმწიფესთან ნონ- გრატად მყოფ ახალგაზრდა ლამაზ ჭკვიან ქალს მაზოლიან ფეხს აჭერ და გგონია, სულ ასე გაგივა… არა ბატონო…მსოფლიო არ იწყება და არ მთავრდება ერთდღიანი კონფორმისტებით….

აქ ვართ, მეამბოხე rebels


არადა ნატოს არაფერს ვერჩი- მახსოვს, ფეშნვიქზე მოსაწვევები მიიღო ქართუმ და ეხამუშებოდათ წასვლა, კალოშს შეჩვეული ხალხი ცოტა ‘მოფეშენო’ პონტში თავს უხერხულად გრძნობდა და დეას მისცა- აჰა, იუნას მიეცი, თვალებიც დაეფსოთ, იუნას იქ არ გაუჭირდება ყოფნა!


ისე კი ბო*ად ვითვლებოდი, ‘ვარცხვენდი’ ქართუს და ‘ჩრდილს ვაყენებდი’ გოიმთა ასრულებული ოცნების შეულახავ ‘იმიჯს’ à la guerre comme à la guerre- ესეც მამაჩვენმა გვასწავლა: იქნები ბატონო ჩემთან ტკბილი, მეც ტკბილად მოგექცევი.. i.e შეჭამ ნეხვს და პარდონ, უარესს გაჭმევ, ომი ომია, ვინც მოიგებს, იმისია, მოგებულს არ განიკითხავენ გამარჯვების მეთოდებში, the Winner takes it aaalll!


მომწონს ძალიან, მე ტატუების მომხრე არ ვარ, მაგრამ ისე მომწონს, შეიძლება ტატუდ ვაქციო, უბრალოდ გადაღებებზე დროს წაიღებს, მისი დაფარვა და ვფიქრობ, რა ვქნა" - წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში და ხნით მოხატული ხელის ფოტოს აზიარებს.


image

0
605
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
605