x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქათმის 50 გრამიანი სალათი, რომელიც 6.25 ლარი ღირდა სპარში უკან დაანარცხა თაროზე, ეგეთი მინსკში კაპიკები ღირსო" - ნინო ჯანგირაშვილი
image

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა და ა.შ)მასობრივ შემოდინებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს, არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში დარჩებიან საცხოვრებლად, რადგან აქ ყველაფერი ძალიან ძვირია.


"ნუ გეშინიათ ხალხო, აქ არავინ არ დარჩება საცხოვრებლად. ბელორუსმა ბიჭმა ჩემს თვალწინ ქათმის 50 გრამიანი სალათი, რომელიც 6.25 ლარი ღირდა სპარში უკან დაანარცხა თაროზე, ეგეთი მინსკში კაპიკები ღირსო. მარტო ჩვენ შეგვიძლია ამ არანორმალური ფასების ატანა საკვებზე უდრტვინველად. სხვა ეგეთი გიჟი ვინ არის."-წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯანგირაშვილი.




ნინო ჯანგირაშვილმა (დ. 15 ოქტომბერი, 1971) — დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1995 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „კავკასიაში“ ჟურნალისტად. არის ტელეკომპანიის დირექტორი. მისი მეუღლე არის ქართველი ჟურნალისტი და ეკონომისტი დავით აქუბარდია, (დაბ.1953 წელს)რომელმაც დააფუძნა 1994 წელს ტელეკომპანია "კავკასია" და დღემდე მისი ხელმძღვანელია.

0
225
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0