x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
'მართლა ფურთხის ღირსია საქართველო თუ იაფფასიან ემოციებზე გათვლილი პოსტი და ფოტო?"
imageწუხელ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ილია მოლაშვილის ემოციური პოსტი ლევან თედიაშვილზე ფოტოსთან ერთად, რომლის თქმითაც ლეგენდარული ფალავანი ყველასგან და მათ შორის "სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ტო­ვე­ბულია":


"მარ­თლა ფურ­თხის ღირ­სი ხარ შენ სა­ქარ­თვე­ლოვ!ლო­გინ­ზე მწო­ლე­ა­რე ადა­მი­ა­ნი იცა­ნით ვინ არის?!სა­ხელ­მწი­ფოს­გან მიგ­დე­ბუ­ლი, ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი... დიახ! ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლია...და­უც­ვე­ლი, უსუ­სუ­რი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნი-ლე­გენ­და. მას­თან ნაც­ნო­ბო­ბით, თუ მე­გობ­რო­ბით ყვე­ლა ვა­მა­ყობ­დით.

სხვა­თა­შო­რის ძლი­ე­რი დარ­ტყმა მან მი­ი­ღო ნა­ცე­ბის დროს.ამ დევ­ნის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ერ­ყა ჯან­მრთე­ლო­ბა.დღეს აი, სა­დამ­დე დაგ­ვიყ­ვა­ნეს!არა! ეს უკვე არა­ვი­თარ ჩარ­ჩო­ში ჯდე­ბა!"ალი­ონ­ში" მუ­შა­ო­ბი­სას ლე­ვან­ზე სი­უ­ჟე­ტი გა­ვა­კე­თე.იცით რა მი­თხრა თა­ვის შვილ­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში და­ი­ღუ­პა?-უფალ­მა მომ­ცა, უფალ­მა წა­იყ­ვა­ნა, მად­ლო­ბა უფალს!


ამ სი­ტყვე­ბის შეგ­რძნე­ბა და თქმა მხო­ლოდ ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს შე­უძ­ლია. ნო­დარ კირ­კი­ტა­ძემ იპო­ვა. დღეს ის პატ­რო­ნობს.



კახა, Kakha Kakhishvili დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ პოსტს უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვებ.მე მჯე­რა შენი! Kakha Kaladze კახა კა­ლა­ძე, ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი, სხვა­თა­შო­რის, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეა...


გა­მო­ფხიზ­ლდით!საით მიგ­ყავთ ქვე­ყა­ნა?P S არ მინ­დო­დაა ლე­ვა­ნის პი­რადს შევ­ხე­ბო­დი. კო­მენ­ტა­რე­ბი მა­ი­ძუ­ლებს დავ­წე­რო, რომ ლე­ვა­ნი ცოლ­თან უკვე დიდი ხა­ნია არ ცხოვ­რობს" - წერს მო­ლაშ­ვი­ლი.



თუმცა მსგავსი პოსტი საკმაოდ გადაჭარბებული ჩანს და პირველ რიგში, სავარაუდოდ ამცირებს და შეურაცხყოფს ლეგენდარულ ფალავანს, მოჭიდავის პირადი ურთიერთობების სხვა საკითხია, მაგრამ სახელმწიფოსგან მისი მიტოვება დიდი უსამართლობა იქნება, დღეს 74 წლის ყოფილი მოჭიდავე იღებს პენსიას სპორტიდან- 2000 ლარის ოდენობით, ამის გარდა პენსია აქვს დანიშნულია პირადად ბიძინა ივნიშვილის ქართუ ფონდიდან 3000 ლარის ოდენობით და ამის გარდა ლეგენდარულ ფალავანს აქვს პენსია პარლამენტიდამ, როგორც ორი მოწვევის დეპუტატი.



შეგახსნებეთ, ლევან თედიაშვილი არის ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973)., 1973 წელს იგი დასახელდა საბჭოთა კავშირის საუკეთსო სპორტსმენად. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

image

1987 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.


მეორე მთავარი როლი ლეგენდარულ მოჭიდავეს ერგო ლევან კოღუაშვილის სულ ახლახან გადაღებულ ფილმში"ბრაიტონი 4", რომელიც "ოსკარის" ნომინანტი იყო.

image

1
289
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
289
  
2022, 8 ოქტომბერი, 19:18
პარლამენტარის პენსია 600 ლარი იყო და დიდი ალბათობით გაზრდილი იქნება
0 1 1