x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ისე როგორ დაჩმორდება ეს ქვეყანა, რომ არ მოგცხოთ დინგში ისე, როგორც იმსახურებთ“ - ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "პალიტრას" ეთერში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველი გუნდის ლიდერს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის გატარების გამო საჯაროდ აკრიტიკებს:


"კობახიძემ ცხადად თქვა – ამერიკული სამხედრო დახმარება არ გვინდაო, რუსეთის რეაქცია მძიმე იქნებაო და სანამ ამერიკული დახმარება ჩამოვა, რუსეთი ინტერვენციას მოახდენსო. ანუ გვითხრეს ოფიციალურად, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტია ჩვენს შეუიარაღებლობას, დაუცველობას და გასაცოდავებას გულისხმობს. მეტი როგორღა უნდა გვითხრან ამათ რომ სახელმწიფო გაგვიუქმეს?


P.S. იკა, ისე, რუსებს სანამ დინგში არ მოხვდათ ჰაიმარსი, არც კი იცოდნენ რომ უკვე უკრაინაში იყო. ისე როგორ დაჩმორდება ეს ქვეყანა, რომ შენ და შენს პატრონს არ მოგცხოთ დინგში ისე, როგორც იმსახურებთ."- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
125