x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
ლალი მოროშკინა პროფესორი კია, მაგრამ ამ ადამიანის შეშვება აუდიტორიაში სტუდენტებთან არ შეიძლება, პირწავარდნილი "რუსეთუმეა"
image ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა უამრავი ადამიანი გამოჩნდა რომელიც ცდილობს ყველა ხერხით გაამართლოს რუსეთის აგრესია უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში არამედ 2008 წელს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგაც.


გუშინდელი "პოზიტივის" მოსმენის მერე დღესაც გადავრთე ტელევიზორი "ალტ-ინფოზე" და სტუდიაში პროფესორი, კონფლიქტოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა აღმოჩნდა.


რამდენიმე წუთი მოვუსმინე რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის მიმვხვდარიყავი, თუ როგორ წამლავს ეს ქალბატონი საზოგადოებას, მისი თქმით გერმანია და საფრანგეთი "დაქცეულა" უკრაინაში ომის გამო, თან თურმე ჯერ სად არიან, ზამთარში რომ "გაიყინებიან მერე მოვლენ ჭკუაზე" (ეს მისი სიტყვებია).
შეახსენეთ ვინმემ ქალბატონ მოროშკინას (რომელსაც თუ დავუჯერებთ ლამის 30 ერის სისხლი აქვს და ყველას მის სამშობლოდ თვლის, პრიორიტეტული კი რუსეთია მისთვის), თუ რა ბრძანა გერმანიის კანცლერმა შოლცმა.


გერმანიის კანცლერმა გარკვევით ბრძანა, რომ წავიდა ის დრო როცა რუსეთი აირის მიწოდების შეწყვეტით აშანტაჟებდა ევროპას.



ქალბატონი მოროშკინას აზრით პუტინი ცდილობს არა სსრკ-ს აღდგენას, არამედ "ბევრად უკეთესი" სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც მოიაზრა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები +თურქეთი და ირანი.


საინტერესოა დამოუკიდებელ ქვეყნებს კავშირში ძალით უპირებს "შერეკვას" პუტინი თუ ქალბატონ მოროშკინას გაგზავნის შუამავლად და უომრად დააბრუნებს მათ ახალ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში.


მოროშკინას თუ დავუჯერებთ, რუსეთმა უკრაინა უკვე დაამარცხა და ჩატარებული რეფერენდუმიც ლეგიტიმურია.


მატუარა ბრძანდებით თქვენ ქალბატონო, მე ჩამოვედი უკრაინიდან და დონბასის რეგიონში საკუთარი თვალებით ვუყურებდი რუსული არმიის უძლეველობის მითის მსხვრევას.


არც დონბასის რეგიონში, ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეში ჩატარებული რეფერენდუმია ლეგიტიმური, რადგან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის ფასი გროშიც არაა.


საერთოდ არ მიყვარს სხვისი პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბარი, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვამ ყველამ იცის ეს ქალბატონი ყველა მთავრობის დროს ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში, ისიც ცნობილია თავის დროზე ყოფილი მოკრივე კანდელაკი და სააკაშვილი მან რომ შეარიგა.


ამაზე შვჩერდები და თემას არ განვავრცობ, მაგრამ სულ ტყუილად ჰგონია ქალბატონ მოროშკინას, რომ შოვინისტი, ყოველგვარ ადამიანურობას მოკლებული რუსული ურდო დაამარცხებს უკრაინას, არა ქალბატონო რუსეთი უკვე დამარცხებულია და რამდენიც არ უნდა ისაუბროთ რუსეთის და პუტინის "უანალოგობაზე" ორივემ უკვე "ტიტანიკივით ჩაყვინთა".


რუსული ხომალდი იძირება და საქართველოში მცხოვრები "რუსეთუმეები" ამაოდ ცდილობთ მის ზედაპირზე გაჩერებას.

0
328
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
328