x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
არანაირი ვალდებულება არა გვაქვს მივიღოთ საქართველოში კადიროვის ჩეჩნეთიდან ჩეჩნები ან დაღესტნელები
image კადიროვის მიერ მართული ჩეჩნეთიდან საკმაოდ მრავალრიცხოვანი დანაყოფი იბრძვის უკრაინაში უკრაინის წინააღმდეგ.


ახლა როცა მთელ რუსეთში ეგრეთ წოდებული "ნაწილობრივი მობილიზაციაა" გამოცხადებული ჩეჩნების, ინგუშების და დაღესტნელების დიდი რაოდენობა მოაწყდა ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.


უკრაინაში ბურიატების მერე ყველაზე დიდი რაოდენობით დაღესტნელებია დაღუპული, დაღესტნელების ნაწილი გვებრძოდა აფხაზეთში, სწორედ დაღესტნელმა მებრძოლმა ჩამოაგდო სითბული რაკეტით ქართული სამგზავრო ლაინერი რომელიც შავ ზღვაში ჩავარდა ბაბუშერას აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იურისდიქციიდან გამოსული ჩეჩნეთის რესპუბლიკა "იჩქერია" და მისი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი სცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დევნილი გამსახურდიაც შეიფარა, სწორედ "იჩქერიის" სპეცრაზმი და შამილ ბასაევი გახდა აფხაზეთში ჩამოყალიბებული ჩეჩნური ბატალიონის ბირთვი, ამ ბატალიონმა სისასტიკით გაითქვა სახელი აფხაზეთის ომში, ბასაევი ზარზეიმით მიიღეს ჩეჩნეთში დაბრუნებისას მის ბატალიონთან ერთად.



ეს ღალატი არ იკმარეს ჩეჩნებმა და 2008 წელს ბატალიონი"ვოსტოკი" გამოაგზავნეს საქართველოში საბრძოლველად.


როცა ერი წარსულის შეცდომიდან დასკვნას არ აკეთბს და მეორედ იგივეს აკეთბ უკვე მოყვარე კი არა მტერია და მტერს უნდა მოექცე ისე, როგორც იმსახურებს.
ჩეჩნეთ-რუსეთის ორივე ომის დროს ათასობით ჩეჩენი შევიფარეთ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩეჩნებისთვის 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყვნენ რუსებთან ერთად.


რამზან კადიროვის მუქარაც კარგად მახსოვს: "თბილისამდე 200 კილომეტრიაო" რომ განაცხადა".


ჩეჩნეთიდან-კახეთისკენ გზის მშენებლობას ჩვენთან დაუკითხავად დაიწყეს, ეს გზა კი ჩეჩნებზე მეტად რუსებს ჭირდებათ, რადგან ჩრდილოეთ ოსეთის გავლით როკის გვირაბით შემოსვლა ზამთარში ურთულესია, ჩეჩნეთიდან კი ბევრად ადვილი.


ლარსზე თავმოყრილი ჩრდილოეთ კავკასიელებიდან მხოლოთ ინგუშები და ბალყარელები არიან შემოსაშვები, რადგან მათ არასდროს უმუხთლიათ ჩვენთვის, არც ინგუშებს და არც აფხაზებს არ უბრძოლიათ ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთში და სამაჩაბლოში.


ჩეჩნები და დაღესტნელები წავიდნენ სადაც უნდათ, 2008 წელს საბრძოლო სულს გვიწუნებდნენ რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლი "ვოსტოკის" მებრძოლები.


არანაირი ვალდებულება არა გვაქვს ქვეყანაში შემოვუშვათ მოღალატეები, რომლებისგან ლაფანყურიც და თბილისში ტერაქტის მოწყობის მცდელობაც გვახსოვს ჩატაევის რაზმისგან, რა დროსაც ქართვლი სპეცრაზმელი დაიღუპა.
დაიხუროს ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსებისთვის, დაღსტნელებისთვის და ინგუშების გარდა ყველასთვის.


ყირიმელი თათღებიც კი მოადგნენ ლარსს, ყირიმის ოკუპირებისას მათ წინააღმდეგობა რომ გაეღწიათ რუსი ოკუპანტებისთვის უკრაინელების მხარდამხარ, ყირიმის ანექსია არ მოხდებოდა.


გამოქცეულები და დეზერტირები არაფერში გვჭირდება, ვინც გაიძახის საბაბი არ უნდა მივცეთ რუსეთს ომისთვისო, ახლა რატომ არ ფიქრობენ ამდენი ათასი დეზერტირის აქ შეფარება როგორ გააბრაზებს რუსეთის დიქტატორს?!
ინგუშებს, ერთადერთ ნაღდ მეგობრებს კავკასიაში ნუ შევუზღუდავთ აქ შემოსვლას, 2 დევნილ ინგუშების ოჯახს დავუთმობ დიდი სიამოვნებით სოფლის სახლს.

0
162
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
162